მაშველები დარწმუნებულები არიან, რომ ხანძრის მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა - ახლოს საცხოვრებელი სახლები არ არის." />

აფხაზეთში 200 ჰექტარი ტყე იწვის

მაშველები დარწმუნებულები არიან, რომ ხანძრის მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა - ახლოს საცხოვრებელი სახლები არ არის.

სოხუმის უღელტეხილზე, სოფელ ფსხუს მხარეს ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი დაახლოებით 150-200 ჰექტარ ტყეს მოედო, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, 2 კილომეტრია.

ამ დროისთვის ზუსტი სურათის დადგენასა და ცეცხლის ალის გავრცელების საზღვრების განსაზღვრას ხელს უშლის ტერიტორიის ძლიერი დაკვამლიანება.

მაშველებმა მას ვერტმფრენით გადაუფრინეს მაქსიმალურად მოსახერხებელი ტრაექტორიით. მათი თქმით, იქ ცეცხლის ბევრი ლოკალური კერაა. ხანძარი რთულად მისადგომ ადგილებში ვრცელდება და მისი ჩაქრობა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ავიაციის გამოყენებით.

საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას თქმით, მან უკვე მიმართა დახმარების თხოვნით რუს კოლეგებს.

„ხანძარი არ არის მაღალი, იწვის ბოთლები, ძლიერი დაკვამლიანებაა და ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება – დაკვამლიანება რამდენიმე ადგილასაა. არსებობს შიში, რომ ხეებს გადაედება და ეს გარკვეული საფრთხეა ტყისთვის“, – განუცხადა ლევ კვიცინიამ ჟურნალისტებს.~

ცეცხლი გუდაუთის რაიონის მიმართულებით მიდის, ანუ დასავლეთისკენ.

მაშველები დარწმუნებული არიან, რომ ხანძრის მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა – ახლოს საცხოვრებელი სახლები არ არის.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ