რაულ ხაჯიმბას ბრალად გაგრძელებულ ეკონომიკურ კრიზისს, დანაშაულის დამარცხების უუნარობას და მთავრობაში საკადრო ალიაქოთს უყენებენ" />

აფხაზეთში ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

რაულ ხაჯიმბას ბრალად გაგრძელებულ ეკონომიკურ კრიზისს, დანაშაულის დამარცხების უუნარობას და მთავრობაში საკადრო ალიაქოთს უყენებენ

აფხაზეთის ოპოზიციამ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას სთხოვა, რომ საკუთარი ნებით გადადგეს.

ეს გადაწყვეტილება ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური მოძრაობის „ამცახარას“ – 1990-იანი წლების აფხაზეთის ომის ვეტერანების პარტიის ყრილობაზე მიიღეს.

„ამცახარას“ მეათე ყრილობის დეპუტატებმა რაულ ხაჯიმბა „როგორც პრეზიდენტი არაკომპეტენტურად“ აღიარეს, ამ თანამდებობაზე მისი საქმიანობა კი – „სახელმწიფოებრიობის დაკარგვისთვის საფრთხის შემქმნელად“. ამასთან დაკავშირებით მათ გადაწყვიტეს, მისთვის წინადადებით მიემართათ, რომ მან საკუთარი ნებით ვადაზე ადრე დატოვოს საკუთარი უფლებამოსილება, და ამით „ხალხის ბედისადმი რეალური პასუხისმგებლობა გამოავლინოს“.

ოპოზიციას პრეზიდენტისადმი პრეტენზიების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი აქვს – რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის უნარის არქონიდან დაწყებული, დანაშაულის აღკვეთისა და კორუფციასთან ბრძოლის უუნარობით დასრულებული.

გარდა ამისა რაულ ხაჯიმბას მის მიერ დაპირებული რეფორმების არგატარებისა და მთავრობაში საკადრო ალიაქოთის გამოც საყვედურობენ:

“ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ შეძლო მმართველთა უნარიანი გუნდის შექმნა. მთავრობის შემადგენლობის გაუთავებელი ცვლა რესპუბლიკას არყევს. ქვეყნის საერთო სიტუაცია პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტურად განხორციელების უუნარობაზე მეტყველებს”.

ყრილობის დასკვნით რეზოლუციაში პრეზიდენტს ფაქტობრივად შესაძლო რევოლუციის შესახებ აფრთხილებენ:

„რაულ ხაჯიმბას მხრიდან გადადგომაზე უარის შემთხვევაში… ოპოზიციური ძალები იძულებული იქნებიან… მთელ ქვეყანაში კანონიერი აქციების თაობაზე ღონისძიებათა კომპლექსის ორგანიზებას შეუდგნენ“.

ხაჯიმბას საპრეზიდენტო ვადა 2019 წლის სექტემბერში იწურება.

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად შეფასდება

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ