მაგრამ საზოგადოებაში ბევრს მიაჩნია, რომ მთავრობამ კანონები კი არ უნდა გაამკაცროს, არამედ უკვე არსებული - გამოიყენოს" />

აფხაზეთში განიხილავენ დოკუმენტს, რომლის მიხედვით ნარკოდილერებს სიკვდილით დასჯიან

მაგრამ საზოგადოებაში ბევრს მიაჩნია, რომ მთავრობამ კანონები კი არ უნდა გაამკაცროს, არამედ უკვე არსებული - გამოიყენოს

На набережной в Сухуми. Фото: Сергей Демьянов

აფხაზეთის პარლამენტი განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმადაც, პირებს, რომლებიც ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდ რაოდენობით გასაღებას ეწევიან, სასიკვდილო განაჩენი ან სამუდამო პატიმრობა მიესჯებათ.

ჯერჯერობით დოკუმენტი მხოლოდ პირველი მოსმენით არის მიღებული, თუმცა ცოტა ვინმე თუ ეჭვობს, რომ ამ პროექტს პარლამენტის ყველა პალატა მისცემს ხმას.

ნარკომანია აფხაზეთის საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. ერთ წელიწადში აფხაზეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, და ალბათ ნარკომანიასთან გამძაფრებულ ბრძოლას  საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ პუნქტად პრეზიდენტობის ყველა პოტენციური კანდიდატი გამოიყენებს.

ნარკოდილერებისა და ნასვამი მძღოლების მიმართ სასჯელის გამკაცრების წინადადება აფხაზეთის პარლამენტში 26 ივლისს, მორიგ სხდომაზე წამოაყენეს.

ეს სანქციები (სამუდამო პატიმრობა ან სასიკვდილო განაჩენი) მათზე გავრცელდება, ვისაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი გადააქვს. ეს სანქცია არავითარ შემთხვევაში არ გავრცელდება მათზე, ვინც ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებს. ეს მხოლოდ გამავრცელებლებს ეხებათ“, – თქვა დეპუტატმა დმიტრი დბარმა, რომელმაც ეს კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად გამოიტანა.

მეორე დეპუტატის – ვალერი აგრბას აზრით, სასჯელის გამკაცრებამ უნდა იმოქმედოს, და შესაძლოა, შეაჩეროს კიდეც ნარკოტიკების გავრცელება.

მაგრამ, ნარკოდილერების მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, რეალური სასიკვდილო განაჩენის ამ კატეგორიის დამნაშავეთა წინააღმდეგ გამოყენება ნაკლებსავარაუდოა. უკვე თხუთმეტ წელიწადზე მეტია, რესპუბლიკაში სასიკვდილო განაჩენზე მორატორიუმი მოქმედებს.

არლამენტის გადაწყვეტილებამ, რომ ნარკომოვაჭრეების მიმართ სასჯელის ზომები გამკაცრდეს, სოციალურ ქსელებში მწვავე კამათი გამოიწვია. ბევრს არ სჯერა, რომ კანონი იმუშავებს

სახასიათო კომენტარები:

„სასჯელის გამკაცრება დანაშაულთან ბრძოლას უფრო წარმატებულს ვერ გახდის. ნარკოტიკებისთვის სასჯელი ისედაც მკაცრია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დამნაშავეების დაჭერა არ სურთ (ან არ შეუძლიათ)“.

„ნარკომოვაჭრეებს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ, ჩვენთან კი თავს თავისუფლად გრძნობენ. რომც დაიჭირონ, თავს ყოველთვის დაიხსნიან – ეს ლატარეა მუდამ მომგებიანია“.

„შუა საუკუნეების ინგლისში ქურდებს მოედნებზე სახალხოდ სჯიდნენ. და მაინც, ყველაზე მეტი ქურდობა სწორედ ამ სასჯელების პერიოდში ხდებოდა. ეს იმის კლასიკური მაგალითია, რომ დამნაშავეებს ყველაზე მკაცრი ზომებიც კი არ აშინებთ“.

  „ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი. სასჯელის გამკაცრების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს – ჯობს,  არსებული სასჯელების გამოყენება ვისწავლოთ ყველა ნარკომოვაჭრის მიმართ, და არა – მხოლოდ მათი წვრილფეხა „ხელქვეითების“ მიმართ.


ასევე წაიკითხეთ