საავადმყოფოში მოხვედრილთა შორის რუსი ტურისტებიც არიან" />

აფხაზეთში, მასშტაბური ავარიის შედეგად დაშავებული ყველა ადამიანი გადარჩა

საავადმყოფოში მოხვედრილთა შორის რუსი ტურისტებიც არიან

აფხაზეთში, მასშტაბური ავარიის შედეგად დაშვებული 16-ვე ადამიანი გადარჩა.

ქალაქ გაგრის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ვიაჩისლავ არგუნის თქმით, 9 ადამიანი საავადმყოფოში რჩება და მათ სერიოზული ტრავმები აქვთ – ლავიწის ძვლებისა და მხრების მოტეხილობები, ხერხემლის დაზიანება.

• ალკოჰოლი, სიჩქარე, კორუფცია – აფხაზეთის გზებზე ავარიების საშიში სტატისტიკის მიზეზები

• აფხაზეთში განიხილავენ – სწორად სცემეს თუ არა რუს ტურისტს იმის გამო, რომ ქვედაბოლო ეცვა?

ჰოსპიტალიზირებულთა შორის ორი ადგილობრივია, ყველა დანარჩენი კი რუსი ტურისტია.

ავარია 8 ივლისს მოხდა. რუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ამობრუნდა.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მეორე მსხვილი ავტოსაგზაო შემთხვევაა აფხაზეთში, რომლის შედეგადაც ბევრი ადამიანი დაშავდა. მანამდე, ქალაქ გუდაუთაში, მინივენი სამარშრუტო ტაქსის შეეჯახა. მძღოლი დაიღუპა, 10 ადამიანი კი საავადმყოფოში მოათავსეს.

აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევები ტრაგიკული დასასრულით ისეთი სიხშირით ხდება, რომ გზებზე არსებულ სიტუაციას, დაღუპულთა და დაშავებულ ადამიანთა რიცხვს, აქ ბევრი ომის პერიოდს ადარებს.

2018 წლის სექტემბერში, ავარიის შედეგად დაიღუპა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია. ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას შეეჯახა და არხში ჩავარდა. 

ყოველწლიურად აფხაზეთში, გზებზე, საშუალოდ, 70 ადამიანი იღუპება. თუმცა, ეს სტატისტიკა ითვალისწინებს მხოლოდ გარდაცვალების შემთხვევებს, რომლებიც ადგილზევე ფიქსირდება. დაშავებულები, რომლებიც უკვე საავადმყოფოში იღუპებიან, ამ რიცხვში არ შედიან.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ