აფხაზეთში იტალიიდან 60 პალმა ჩამოიტანეს და მათ ძველი პალმის ნაცვლად დარგავენ " />

აფხაზეთში დარგავენ ახალ პალმებს, სახელად „ვაშინგტონია“

აფხაზეთში იტალიიდან 60 პალმა ჩამოიტანეს და მათ ძველი პალმის ნაცვლად დარგავენ

პალმები სოხუმის ქუჩაში

სოხუმში, იტალიიდან „ვაშინგტონიას“ ჯიშის 60 პალმა ჩამოიტანეს. მათ სანაპიროზე, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაზიანებული ადგილობრივი უნიკალური „იუბეას“ ჯიშის პალმების ნაცვლად დარგავენ.

ეს სოხუმის ახალი მერის, კანა კვარჩიას პირველი პროექტია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს დაინიშნა. მერმა პირადად დარგო პირველი პალმა სასტუმრო „აფხაზეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დანარჩენის დარგვას კი ახალ წლამდე გვპირდებიან.

აფხაზეთი: ახალი მერი წინამორბედის გადადგომის პარალელურად წარადგინეს

აფხაზეთში, უკვე წელიწადზე მეტია, კარანტინია დაწესებული ნებისმიერი მცენარის შემოტანაზე. ეს გადაწყვეტილება 2018 წელს, რესპუბლიკაში მავნებელი ხოჭოს – პალმის წითელი გრძელცხვირას გამოჩენის შემდეგ მიიღეს, რომელმაც სოხუმსა და გაგრაში რამდენიმე ათეული პალმა გაანადგურა.

მაგრამ მერმა ხელისუფლებისგან პალმების ამ პარტიის შემოტანაზე ერთჯერადი ნებართვა მიიღო.

როგორ გაანადგურა რუსეთში ოლიმპიადამ ძველი ბზის ტყეები აფხაზეთში

დოკუმენტური ფილმი მთიანი აფხაზეთის შესახებ

სოხუმის კომუნალური სამსახურის უფროსის, ელენა ატეპინას თქმით, იტალიიდან ჩამოტანილმა ხეებმა გაიარეს ეკოლოგიური და საკარანტინო სამსახურის დეტალური შემოწმება, თანაც, რამდენიმე საზღვარზე.

პალმები ოცდაათიდან ორმოც წლამდეა, მათი რტოები ორ მეტრს აღწევს, გვირგვინი კი – მეტრ-ნახევარს.

ეს პალმები ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ქალაქის ლანდშაფტის კეთილმოწყობისთვის.

აფხაზეთი: როგორ გამოიყურება ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე

მერია პირობას დებს, რომ პალმებს დარგავენ ყველა ტექნოლოგიური პროცედურის დაცვით, იმ კომპანიის კონტროლქვეშ, რომლისგანაც ეს ხეები შეიძინეს.

მერიაში ჟურნალისტებს აცნობეს, რომ გამყიდველმა კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღო ახალი ნარგავების მოვლასა და მკურნალობაზე.

პალმები, სახელწოდებით „ვაშინგტონია“, აფხაზეთში იტალიიდან ჩამოიტანეს

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ