მათ ადამიანის განსაკუთრებით სასტიკ წამებაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც დაკავებული გარდაიცვალა " />

აფხაზეთში მილიციის მაღალჩინოსანი და 3 გამომძიებელი დააპატიმრეს

მათ ადამიანის განსაკუთრებით სასტიკ წამებაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც დაკავებული გარდაიცვალა

აფხაზეთში სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ბადრი ჯიკირბა და სამი გამომძიებელი დააპატიმრეს. მათ ბრალი ადამიანის განსაკუთრებით სასტიკ წამებაში ედებათ, რის შედეგადაც დაკავებული გარდაიცვალა. თუმცა, პრევენციული ღონისძიება საკმაოდ მსუბუქია – შინაპატიმრობა.

დაღუპულს ანზორ ტარბა ერქვა. ის 9 ივლისს დააპატიმრეს და ეჭვმიტანილი იყო 2019 წლის აპრილში ომარ მირცხულავას გატაცებაში მონაწილეობაში.

• ალკოჰოლი, სიჩქარე, კორუფცია – აფხაზეთის გზებზე ავარიების საშიში სტატისტიკის მიზეზები

• რატომ აღმოჩნდა ასე მარტივი აფხაზეთის პლაჟზე ტურისტების მძევლად აყვანა

ოფიციალური დეტალები იმისა, თუ როგორ გარდაიცვალა ანზორ ტარბა, ჯერ ისევ არ არსებობს. პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მტკიცებულება არის სოციალურ ქსელში ანონიმური ავტორის მიერ გავრცელებული შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტარბა წამების შედეგად გარდაიცვალა. პოსტს კომენტარებში დართული აქვს მისი სხეულის ფოტო, რომელსაც მრავლობითი სისხლჩაქცევები და ჭრილობები აღენიშნება.

როგორც ომბუდსმენი, ასიდა შაკრილი ამბობს, ანზორ ტარბა შინაგან საქმეთა სამინისტროში 11 ივლისს გადაიყვანეს, სადაც დაკითხვის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც.

ომბუდსმენი და აფხაზეთში მოქმედი რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოვიდნენ განცხადებებით, ისინი ხელისუფლებისგან ტარბას გარდაცვალების გარემოებების გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.

პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ამ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური თათბირი გამართა.

ამასობაში, ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურების მიუხედავად, მილიციის თანამშრომლებმა თავიანთი დაკავებული კოლეგების მხარდაჭერა გადაწყვიტეს და გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გარი არშბამ მათ დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა აქცია გაგრძელდა უზენაესი სასამართლოს შენობასთან, სადაც გამოძიების ეტაპზე დაკავებულთათვის სასჯელის შეფარდების საკითხი განიხილებოდა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ