აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა უნიკალურ კურსს კითხულობდა გაუჩინარებული უბიხური ენის შესახებ" />

აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორი, სავარაუდოდ, ხელისუფლების კრიტიკის გამო შეამცირეს

აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა უნიკალურ კურსს კითხულობდა გაუჩინარებული უბიხური ენის შესახებ

აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ ჩირიკბა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვას ვეღარ შეძლებს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ცნობით, ის „შეამცირეს“.

• მოსაზრება: როდესაც გამოსავალი არ არის. რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს აფხაზეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა

რატომ გაინტერესებთ ეს ჩვეულებრივი სახლი?“ – ფოტოისტორია აფხაზეთიდან

ჩირიკბა – აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზური ენის კათედრის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და ლეიდენის უნივერსიტეტის ლექტორია. ის უბიხური ენის ყველაზე ძლიერი სპეციალისტია მსოფლიოში, რომელიც „გაუჩინარებულ“ ენად მიიჩნევა. მრავალ წლის განმავლობაში, ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, „აფხაზური ფონოლოგიის“ კურსს კითხულობდა და ასევე ჰქონდა „უბიხური ენის“ სპეციალური კურსი. ლექციათა ეს კურსი უნიკალურად მიიჩნევა, რადგან მსოფლიოში სხვაგან არსად ისწავლება უბიხური ენა.

და აი, ყოველგვარი გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე, ორივე საგანი ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან. ჩირიკბამ ეს მაშინ გაიგო, როდესაც უნივერსიტეტში მორიგი ლექციის ჩასატარებლად მივიდა.

ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ის მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო „შეამცირეს“, იმდენად, რამდენადაც ვიაჩესლავ ჩირიკბა მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსია.

ვიაჩესლავ ჩირიკბა აფხაზეთის სახელმწიფი უნივერსიტეტში ლექციების კითხვას ვეღარ შეძლებს, სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში დიდი ხმაური ატყდა ჩირიკბას შემცირებასთან დაკავშირებით, განცხადებით გამოვიდა აფხაზეთის უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, რიტა აჩბა.

მისი განცხადებით, ჩირიკბა არ გაუთავისუფლებიათ და არც მისი ორი სალექციო კურსი გაუუქმებიათ. აჩბას თქმით, საქმე ისაა, რომ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მუშაობს სხვა სასწავლო დაწესებულებაშიც – აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევის ინსტიტუტში. სწორედ ამიტომ, მას უფლება აქვს, უნივერსიტეტში მხოლოდ ნახევარ შტატზე იმუშაოს. ჩირიკბას კი 0,75 შტატი ჰქონდა.

ამიტომ, მისი საშტატო განრიგიდან ერთი მეოთხედი მომდევნო სემესტრისთვის გადაიტანეს.

ყველას გთხოვთ, სამუშაო მომენტები პოლიტიკაში არ გადაიტანოთ“, – განაცხადა რიტა აჩბამ.

თუმცა, ასეთმა განმარტებამ ბევრი ვერავინ დააჯერა პოლიტიკური ქვეტექსტის არარსებობაში.

„გამოდის, რომ მრავალი წლის განმავლობაში ის საშტატო განრიგში ეწერებოდა და არანაირად არ არღვევდა კანონს, მაგრამ დაიწყო თუ არა ხელისუფლების კრიტიკა – მაშინვე გავიდა დასაშვები ფარგლებიდან“, – აღშფოთებული წერს სოციალური ქსელების ერთ-ერთი მომხმარებელი.

„სამარცხვინო გადაწყვეტილება“, – ასე შეაფასა ჩირიკბას შემცირება ცნობილმა ბლოგერმა, ახრა სმირმა.

„ასეთი გადაწყვეტილებით ისინი ჩვენს ხალხსაც უბიხების გზას უყენებენ. თუმცა, თუ უბიხები თურქულ კულტურას შეერწყნენ, ჩვენ გველოდება პოსტსაბჭოთა – არა რუსულ, სომხურ ან ქართულ, არამედ რაღაც უსახურ პოსტსაბჭოთა საკურორტო კულტურაში ათქვეფა.

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ჩვენი ლიდერები დაინტერესებული არიან მხოლოდ მომხვეჭელობით, მლიქვნელობით, წვრილმანი ანგარიშსწორებით. თვითონ, ადგილობრივი ინტრიგების გარდა, წარმატებისთვის არაფერში მიუღწევიათ, და ახლა მსოფლიო დონის მეცნიერის, აფხაზი ხალხისთვის, აფხაზური კულტურისა და მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანეს წამოწყებას ახშობენ“, – განაცხადა სმირმა.

„ჩვენთან ყველა ტიტული, წოდება, სამეცნიერო ხარისხი, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისაა. ჩირიკბა სწორედ ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომლის გამოც ცივილიზებული სამყაროს არც ერთ ნაწილში არ შეგრცხვება“, – მიაჩნია აფხაზ მხატვარს, ადგურ ძიძარიას.

ჩირიკბა ერთადერთი მეცნიერი არ არის, რომელიც სამსახურში პოლიტიკური მოტივების გამო დაზარალდა. ერთი კვირით ადრე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ოლეგ დამენია. მიუხედავად იმისა, რომ ის არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ მიეკუთვნებოდა, თავს მოქმედი პრეზიდენტისა და ხელისუფლების კრიტიკის უფლებას აძლევდა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ