ამერიკელი დიპლომატის კომენტარი რასმუსენის მიერ გახმოვანებული იდეის შესახებ " />

ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების „გერმანული მოდელი“ უნდა განიხილებოდეს

ამერიკელი დიპლომატის კომენტარი რასმუსენის მიერ გახმოვანებული იდეის შესახებ

ალექსანდრ ვერშბოუ,

ინტერვიუს სრული ვერსია ჰრომადსკოეს საიტზე

საქართველოს ნატო-ში ”გერმანული მოდელის” მიხედვით გაწევრიანების იდეა  უნდა განიხილებოდეს და შეიძლება წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს,  – ასეთი მოსაზრება უკრაინულ ტელეკომპანია ჰრომასკოესთან საუბრისას ამერიკელმა დიპლომატმა და ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ გამოთქვა .

ალექსანდრ ვერშბოუ, REUTERS/David Mdzinarishvili 

საქართველოს ალიანსში გაწევრიანების იდეა იმ პირობით, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე -5 მუხლი არ გავრცელდება თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, საჯაროდ მხარი სექტემბერში თბილისში ყოფნისას ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაუჭირა. ამ იდეამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

• თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე

• რასმუსენი საქართველოს ნატო-ს წევრობის გერმანულ მოდელს სთავაზობს

”ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება, რომელიც მსმენია არა მხოლოდ რასმუსენისგან, არამედ სხვა წყაროებისგანაც, უნდა განიხილებოდეს. რუსებს არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია საშუალებას მისცემთ მათ სამუდამოდ შეაფერხონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ”– თქვა ვერშბოუმ.

”შესაძლებლობა, რომ ალიანსმა მიიღოს საქართველო თავის რიგებში და დროებით არ გამოიყენოს მე -5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მისცემს უფრო მეტ დიდ გავლენას რუსეთთან მოლაპარაკებებში. გარკვეულ პირობებში, ეს შეიძლება იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი, ”– აღნიშნა მან.

მისი თქმით, ასეთი სქემის გამოყენება უკრაინსითვისაც შეიძლება.

”მაგრამ ორივეგან (საქართველოსა და უკრაინაში) პრობლემა ისაა, რომ ასეთი ქმედებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც საბოლოოდ უარის თქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ჩვენ რუსებს ერთგვარად ”ვაჯილდოებთ” ტერიტორიული აგრესიისთვის. საბოლოო ჯამში, ეს პირველ რიგში უნდა იყოს საქართველოს გადაწყვეტილება, რომელსაც შემდგომში უნდა დაეთანხმოს ალიანსი, ”– თქვა დიპლომატმა.

ამავე დროს, ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ნატო-ში საქართველოს წევრობა “არ არის აქტუალური”. ამიტომ,  საქართველომ და უკრაინამ უნდა შეასრულონ თავიანთი “საშინაო დავალებები” ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლასთან დაკავშირებით, გააგრძელონ წლიური ეროვნული პროგრამების იმპლემენტაცია, რომლებიც ფუნქციურად წევრობის სამოქმედო გეგმას შეესაბამება.

როგორია ნატოში გაწევრიანების “გერმანული მოდელი” და რა რეაქცია მოჰყვა ამ იდეას საქართველოში 


ასევე წაიკითხეთ