ამისთვის მან სოციალურ ქსელებში აქციის ორგანიზება მოაწყო" />

აზერბაიჯანში ყოფილ პატიმარს სახელმწიფოსთვის ვალის წვრილი მონეტებით დაბრუნება სურს

ამისთვის მან სოციალურ ქსელებში აქციის ორგანიზება მოაწყო

ყოფილმა სინდისის პატიმარმა გიას იბრაგიმოვმა Facebook-ზე წვრილი მონეტების შეგროვების კამპანია დაიწყო. ხურდა ფული მას იმისთვის სჭირდება, რომ სახელმწიფოს გადაუხადოს 73 მანათი [დაახლოებით $43]. ეს თანხა მას სამი წლის წინათ სასამართლო ექსპერტიზისთვის დაედო ვალად, მაშინ, როდესაც ის ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულეს. ამ გზით ვალის დაბრუნებით – ანუ მუჭობით ხურდა ფულით – გიასს სურს სახელმწიფოსადმი თავისი დამოკიდებულება გამოხატოს და უხერხულობა შეუქმნას.

ვინ არის გიას იბრაგიმოვი, და რა ვალზეა ლაპარაკი

2016 წელს აქტივისტებს გიას იბრაგიმოვს და ბაირამ მამედოვს, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით, 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდებს სახლში კილოგრამზე მეტი ოდენობის ჰეროინი აღმოუჩინეს.

• გიას იბრაგიმოვისა და ბაირამ მამედოვის დაპატიმრების წვრილმანები

უშუალოდ ამ ამბამდე გიასმა და ბაირამმა აზერბაიჯანის ექს-პრეზიდენტისა და ახლანდელი პრეზიდენტის მამის ჰეიდარ ალიევის ძეგლის კვარცხლბეკზე ანტისამთავრობო ლოზუნგი დაწერეს. უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა ისინი სინდისის პატიმრებად აღიარა. აზერბაიჯანში მათ „ძეგლის პატიმრებს“ უწოდებენ.

2019 წლის 16 მარტს გიასი და ბაირამი გაათავისუფლეს 339 ადამიანის შეწყალების ფარგლებში, რომელთა შორის დაახლოებით 50 პოლიტპატიმარი იყო.

• რატომ დაიბარეს შეწყალებიდან მალევე გიას იბრაგიმოვი პოლიციაში

23 აპრილს გიასმა მიიღო სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ის ვალდებულია, რომ სასამართლოს სწორედ იმ ჰეროინთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯი აუნაზღაუროს, რომლის გამოც, სამი წლის წინათ ისინი ციხეში მოხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გიასს ქონების დაყადაღება ემუქრება.

აქციის დეტალები

გიას იბრაგიმოვმა გადაწყვიტა, რომ ეს სიტუაცია „იდეოლოგიური პროპაგანდის ინსტრუმენტად“ ექცია. ასე დაწერა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე და ყველა მსურველს შესთავაზა, რომ მისთვის სახლში დაგდებული 5 გიაპი [დაახლოებით 3 ცენტი] გადაეცათ.

„მოდით, ცოტა უხერხულობა შევუქმნათ სახელმწიფოს, რომელიც გროშადაც არ ღირს“, – წერს გიასი. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას ზუსტად 5-გიაპიანი მონეტები სჭირდება, რადგან აქციის ერთ-ერთ მიზანს მასში, რაც შეიძლება, მეტი ადამიანის ჩართვა წარმოადგენს. აქტივისტმა დაითვალა, რომ საჭირო თანხის შესაგროვებლად თავისი წვლილი 1460-მა ადამიანმა უნდა შეიტანოს.

გიასის ხელმომწერებს ეს აქცია მოეწონათ და მასში ჩაბმას უკვე 100 ადამიანი დათანხმდა.

2017 წელს მსგავსი აქცია ვიდეობლოგერმა მეჰმან გუსეინოვმა ჩაატარა. მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასდეს და 200 მანათით დააჯარიმეს. მეჰმანმა ეს ჯარიმა გადაიხადა წვრილი მონეტებით, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით შეაგროვა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ