დაჭრილი ჩინოვნიკი და მისი დაცვის წევრი გადარჩნენ" />

აზერბაიჯანში ქალაქ განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს ცეცხლი გაუხსნეს

დაჭრილი ჩინოვნიკი და მისი დაცვის წევრი გადარჩნენ

აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ელმარ ველიევმა საშუალო სიმძიმის ჭრილობა მიიღო და ცოცხალი გადარჩა. მოცემულ მომენტში მისი ჯანმრთელობა უმჯობესდება. დაჭრილი იყო ასევე მისი დაცვის წევრი გასიმ შაჰბაზოვი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე დამაკმაყოფილებელია.

ცეცხლი გახსნა ვინმე იუნის საფაროვმა. ის დანაშაულის ადგილზევე დააკავეს. რამდენიმე ხნის უკან მასა და ჩინოვნიკს შორის კონფლიქტი მოხდა. იმ სცენის თვითმხილველთა თქმით, საფაროვი ელმარ ველიევს დაჰპირდა, რომ მას მოკლავდა. კონფლიქტის მიზეზი უცნობია, ისევე როგორც ის, თუ ვინ არის იუნის საფაროვი, რას საქმიანობს და სხვა. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ის რუსეთის მოქალაქეა და მასზე ჯერ კიდევ გასული წლიდან, მას შემდეგ, რაც ის დაცვის პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, გამოცხადებულია ძებნა.

განჯა – აზერბაიჯანის სიდიდით მეორე და და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე (330 ათას ადამიანზე მეტი) ქალაქია. ის ქვეყნის დასავლეთში მდებარეობს.

სოციალურ ქსელებსა და ოპოზიციურ პრესაში ამ სიახლეს საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ორი ათეული წლის განმავლობაში სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა.

გარდა ამისა, როგორც გაირკვა, დაზარალებულს არცთუ საუკეთესო რეპუტაცია ჰქონდა როგორც ქალაქის მაცხოვრებლებს, ისე ჟურნალისტებს შორის. მაგალითად, ამ წლის მარტში ვებგვერდი Xalqxeber.az ჰყვებოდა, თუ როგორ შეურაცხყოფდა ელმარ ველიევი თავის ხელქვეითებსა და მასთან მიღებაზე მისულ მოქალაქეებს.


ასევე წაიკითხეთ