თანამდებობიდან გადაყენებულია ერთ-ერთი ყველაზე არაერთმნიშვნელოვანი მინისტრი" />

აზერბაიჯანში ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნილოგიების სამინისტრო იქმნება

თანამდებობიდან გადაყენებულია ერთ-ერთი ყველაზე არაერთმნიშვნელოვანი მინისტრი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს შექმნის შესახებ. ორი სამინისტრო – ტრანსპორტის, და კავშირგაბმულობისა  და მაღალი ტექნოლოგიების ამიერიდან გაერთიანდება.

ახალ სამინისტროს უხელმძღვანელებს რამინ გულუზადე, რომელიც აზერბაიჯანის კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრის თანამდებობას იკავებდა, იტყობინება პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი.

მინისტრთა კაბინეტს დავალებული აქვს ორი თვის ვადაში მოამზადოს პროექტი ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს მდგომარეობის შესახებ, ასევე წინადადებები სტრუქტურისა და სამინისტროს თანამშრომლების  საერთო რიცხოვნობის თაობაზე და წარუდგინოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, ზია მამედოვმა თავის მომავალი თანამდებობის შესახებ გაზეთ „ენი მუსავატის“ კითხვებზე პასუხისას თქვა, რომ „მე თვითონ არ ვიცი, რა და როგორ იქნება. მე ხომ ჩემ თავს არ ვეკუთვნი. ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის“.

  • ახალმა მინისტრმა რამინ გულუზადემ კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრის თანამდებობაზე ერთ წელიწადზე ოდნევ მეტ ხანს იმუშავა, მანამდე კი ჰეიდარ ალიევის ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
  • ყოფილი ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი ტრანსპორტის  სამინისტროს 2002 წლიდან ხელმძღვანელობს. სხვადასხვა გამოცემა არაერთხელ სდებდა ბრალს მამდოვს კორუფციაში.
  • ზია მამედოვის ვაჟი ანარ მამედოვი ცნობილია აშშ-ის ახლანდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან  თავისი ერთობლივი ბიზნესპროექტებით.  კერძოდ, მან ააშენა ბაქოს ცენტრში Trump Tower, თუმცა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპმა უკან გაიხმო ლიცენზია, ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის გამო.

 


ასევე წაიკითხეთ