აფეთქების მიზეზი გახდა ერთ-ერთ ბინაში გაზის გაჟონვა" />

აზერბაიჯანში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების დროს სამი ადამიანი დაიღუპა

აფეთქების მიზეზი გახდა ერთ-ერთ ბინაში გაზის გაჟონვა

ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ განჯაში დღეს დილით მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი დაღუპულის და ერთი დაშავებულის ამოყვანა მოახერხეს.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი აირის გაჟონვა გახდა. ოთხსართულიანი შენობის სამი ბლოკიდან ერთ-ერთი დანგრეულია.

• 2016 წელი თურქეთისთვის ტერაქტებითა და ტრაგედიებით იყო აღსავსე 

• აფეთქება ერევნის მრავალსართულიან სახლში: საკუთრივ სახლის გარდა, არავინ დაზარალებულა 

• როგორ აისახა კინემატოგრაფში 11 სექტემბრის მოვლენები 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი ძალების დასახმარებლად ბაქოდან განჯაში მაშველების კინოლოგების დამატებითი ბრიგადები ჩავიდნენ.

თუკი ძაღლები სხვას ვერავის აღმოაჩენენ, დაიწყება ნანგრევების დასუფთავება, შემდეგ კი შენობის მომავალ ბედ-იღბალთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, – ამბობს საგანგებო სიტუაციების მინისტრი კიამალედინ ჰეიდაროვი.

წლევანდელი წლის იანვარში მსგავსი რამ ბაქოშიც მოხდა: საცხოვრებელი სახლის სარდაფში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა და ერთი ადამიანი დაზარალდა.


ასევე წაიკითხეთ