ხელშეკრულება 2050 წლამდე, აზერბაიჯანისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით არის დადებული " />

SOCAR-მა და British Petroleum-მა ახალ სანავთობო კონტრაქტს მოაწერეს ხელი

ხელშეკრულება 2050 წლამდე, აზერბაიჯანისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით არის დადებული

14 სექტემბერს აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCARმა და ВРმ „აზერიჩიგარიგიუნშელის“ (ACG) ნავთობის საბადოს დამუშავების შესახებ ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

 ხელშეკრულება 2010 წლმდეა დადებული.

ACG კასპიაში ყველაზე მსხვილი ნვთობის საბადოა. ის 432 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას მოიცავს. აზერბაიჯანული მხარის პროგნოზებით, საბადო კიდევ 500 მილიონ ტონა მოუპოვებელ ნავთობს შეიცავს.

აზერბაიჯანმა პირველ სანავთობო ხელშეკრულებას 1994 წელს მოაწერა ხელი, 30 წლის ვადით. ACG საბადოდან ნავთობის მოპოვება 1997 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ამ დრომდე ACGდან 3მილიარდ ბარელ ნავთობზე მეტია მოპოვებული, ხოლო პროექტში ჩადებულმა ინვესტიციებმა 33 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საბადოზე ექვსი მომპოვებელი პლატფორმა ფუნქციონირებს. ACGზე მოპოვებული ნავთობი მსოფლიოს ბაზრებზე ძირითადად ბაქოთბილისიჯეიჰანის საშუალებით და დასავლეთის საექსპორტო ნავთობსადენით საქართველოს პორტ სუფსამდე გადის.

 ხელმოწერის ცერემონიაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სიტყვით გამოვიდა.

დღეს აზერბაიჯანის ისტორიაში ღირსშესანიშნავი დღეა, ACGს საბადოს დამუშავების ახალი ერა იწყება“, – თქვა ალიევმა.

მისი თქმით, ახალი კონტრაქტი აზერბაიჯანისთვის უფრო მისაღები პირობებით იქნება ხელმოწერილი.

კერძოდ, კომპანია SOCARის წილი ახალ კონტრაქტში 25%ს შეადგენს (მოქმედი კონტრაქტით 11,65%). გარდა ამისა, კონტრაქტის ხელმოწერის შედეგ უცხოელი ინვესტორები აზერბაიჯანს, სხვადახვა ბონუსის სახით, $3,6 მილიარდს გადაუხდიან, შემოსავლიანი ნავთობის წილი 75%ს შეადგენს“, – ციტირებს სააგენტო „ინტერფაქსი“ პრეზიდენტის სიტყვებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ხელშეკრულების ხელმოწერის მონაწილეებს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

წერილი ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ალან დუნკანმა წაიკითხა. „ბოდიშს ვიხდი, რომ ბაქოში არ ვიმყოფები და ცერემონიაზე დასწრებას ვერ ვახერხებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალი კონტრაქტი კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს გაერთიანებულ სამეფოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას“, – ნათქვამია წერილში.

ექსპერტმაეკონომისტმა, ოპოზიციური მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივას“ აღმასრულებელმა მდივანმა ნატიკ ჯაფარლიმ ახალი სანავთობო კონტრაქტის ხელმწერას „ქვეყნისთვის ძალიან დადებითი მოვლენა უწოდა“. „ВРმ აზერბაიჯანში ახალი ტექნოლოგიები, და მართვის ახალი მეთოდები შემოიტანა. გაიხსნა სამუშაო ადგილები, მომზადდნენ ადგილობრივი სპეციალისტები“. მაგრამ ამავდროულად ჯაფარლიმ ხელშეკრულების გარშემო არსებული გასაიდუმლოებული ვითარება გააკრიტიკა.

ხელშეკრულების ტექსტი არავის უნახავს. არავინ არის პირობების შესახებ საქმის კურსში. ნორმალური, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის მქონე ქვეყანაში ВР იძულებული იქნებოდა ხელშეკრულების პირობები თითოეულ საპარლამენტო ფრაქციასთან შეეთანხმებინა. ჩვენთან კი პარლამენტი ერთხმად დაამტკიცებს ამ შეთანხმებას და მას საკონსტიტუციო სტატუსს მიანიჭებს. რასაკვირველია, თავად ВРსთვის ეს ხელსაყრელია – ერთი ადამიანის ინტერესების უზრუნველყოფა უფრო ადვილია და ალბათ უფრო იაფიც“, – ამბობს ჯაფარლი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ