სოფლის მეურნეობის სამინისტრო ირწმუნება, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს " />

აზერბაიჯანში „ქათმის გრიპის“ საფრთხეა. აიკრძალა ირანიდან ქათმის პროდუქტების იმპორტი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ირწმუნება, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს

აზერბაიჯანში, „ქათმის გრიპის“ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ირანიდან მეზობელ ქვეყანაში ცოცხალი ქათმებისა და ქათმის პროდუქტების შეტანა დროებით აკრძალულია.

აზერბაიჯანის ვეტერინარული კონტროლის სახელმწიფო სამსახური იუწყება, რომ ქათმის გრიპთან დაკავშირებით ირანში 25 მილიონი ფრინველი განადგურდა. ვირუსი განსაკუთრებით გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთის, აზერბაიჯანის საზღვრისპირა პროვინციებში. თუმცა, ამ დაავადებისგან სულ უფრო მეტ ფრინველი სნეულდება.

იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი გადამფრენი ფრინველების გზად მდებარეობს, მოცემული დაავადების გავრცელების აღსაკვეთად, ვეტერინარული კონტროლის სახელმწიფო სამსახურმა ფერმერებსა და საოჯახო საფრინველო მეურნეობების მქონე მოქალაქეებს ურჩია, რომ ფრინველი ჩაკეტილ პირობებში ამყოფონ.

აზერბაიჯანმა არამხოლოდ ცოცხალი ფრინველის იმპორტი აკრძალა, არამედ ქათმის პროდუქტებისა და გამოყვანილი კვერცხისაც, – განუცხადა ვეტერინარული კონტროლის სახელმწიფო სამსახურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა იოლჩუ ჰანველიმ სააგენტო „ტრენდს“.

აზიის განვითარების ბანკმა საშიშ დაავადებასთან საბრძოლველად ზომების მისაღებად და აუცილებელი აღჭურვილობის შესაძენად აზერბაიჯანს 50 ათასი აშშ დოლარი გამოუყო – ხოლო, ნავთობის სახელმწიფო ფონდის ხარჯით შეძენილია შესაბამისი საკვლევი აპარატები.

სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელმა ისმაილ ჰასანოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში „ფრინველის გრიპის“ ვირუსი აღმოჩენილი არ არის, ამიტომ ქვეყნის ბროილერული მეურნეობების ქათმის ხორცის ყიდვა და მოხმარება თამამად შეიძლება“, – გადმოსცემს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერ ტაჯი“.

2017 წელს აზერბაიჯანში, ოთხი მონიტორინგის ფარგლებში, 7655 შინაურ ფრინველს აუღეს სისხლის სინჯები. ასევე ჩატარდა 17 შინაური და 87 გარეული ფრინველის ხორცის ანალიზი. ანალიზის შედეგებმა აზერბაიჯანში ფრინველის გრიპის არსებობა არ დაადასტურა.


ასევე წაიკითხეთ