მსჯელობა გრძელდება. გიამბობთ დეტალურად მხარეების პოზიციის შესახებ " />

აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლას სთავაზობს, სომხეთი ორჭოფობს

მსჯელობა გრძელდება. გიამბობთ დეტალურად მხარეების პოზიციის შესახებ

აზერბაიჯანმა სომხეთს ოთხი ტყვეს გაცვლა შესთავაზა – ორ-ორის თითოეული მხრიდან. პასუხი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ საფიქრებელია, რომ სომხეთი უარს იტყვის. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ოფიციალურ ბაქოსა და ერევანს საპირისპირო ვერსიები აქვთ იმის თაობაზე, თუ ზუსტად როგორ ჩავარდნენ ეს ადამიანები ტყვედ.

მაგალითად, აზერბაიჯანელებს – დილგამ ასკეროვსა და შაჰაბაზ გულიევს ყარაბაღში სამუდამო პატიმრობა და 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მკვლელობის, შპიონაჟის და გატაცების ბრალდებით მიესაჯათ, აზერბაიჯანში კი მიაჩნიათ, რომ ისინი  სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინაპრების საფლავების მოსანახულებლად ჩავიდნენ. 

და პირიქით – კარენ კაზარიანი (აზერბაიჯანში 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი) აზერბაიჯანში დივერსანტად მიაჩნიათ, სომხეთში კი მას ფსიქიკურად არაჯანმრთელ ადამიანს უწოდებენ. რაც შეეხება ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეს არაიკ კაზარიანს, აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ ის სამხედრო ნაწილიდან არაადამიანური მოპყრობის გამო თავად გაიქცა, სომხეთი კი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა კაცს გზა აებნა. 

• აქვს თუ არა სომხეთის ახალ ხელისუფლებას აზერბაიჯანთან მშვიდობის პერსპექტივა

ინფორმაცია ერევნიდან

სომხურმა მხარემ მანამდე უკვე  უარყო    ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების, პრინციპით – „ყველა ყველაში“, გაცვლის შესახებ ბაქოს წინადადება.

მეტიც, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე თვის წინათ განაცხადა, რომ „შეუძლებელი მოხდეს გაცვლა, თუკი აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულმა პირებმა მკვლელობა ჩაიდინეს“. 

• რა გააკეთეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ, როდესაც 100 წლის წინათ დამოუკიდებლები გახდნენ?

თუმცა, სომხეთის თავდაცვის მინისტრი გაცვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. დავიდ ტონოიანმა 20 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების გაცვლის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

 „გუშინ წითელი ჯვრის სომეხ წარმომადგენელს შევხვდი. აზერბაიჯანის წინადადება ოფიციალურად გადმომეცა. არსებობს მსჯელობის ზოგიერთი დეტალი, რის გამხელაც ახლა არ შემიძლია როდესაც აზერბაიჯანული მხრიდან დაზუსტებულ ინფორმაციას მივიღებთ, რეაგირებას მაშინ მოვახდენთ…

ჩვენ პრინციპულად არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ სომხეთის მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ და მოცემულ პროცესს ხელს შევუწყობთ. ეს უაღრესად ჰუმანური ქმედებაა“, – თქვა ტონოიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ვლადიმირ კარაპეტიანმა განაცხადა:

 „საკითხის მოწყვლადობის გათვალისწინებით, საკუთარ პოზიციას საჯაროდ მაშინ გამოვაცხადებთ, როდესაც გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოს ვიქნებით“.

ინფორმაცია ბაქოდან

აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლების და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საკითხების სახელმწიფო კომისია კიდევ ერთხელ შეახსენებს აზერბაიჯანის დაბეჯითებით მოთხოვნას, რომ ტყვეების გაცვლა მოხდეს პრინციპით „ყველა ყველაზე“. აზერბაიჯანმა დილგამ ასკეროვისა და შაჰაბაზ გულიევის კარენ კაზარიანსა და არაიკ კაზარიანზე გაცვლის მზადყოფნის შესახებ 11 სექტემბერს განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაცვლის შეუძლებლობის თაობაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, სამხედრო ტყვეებისა და მძევლების გაცვლის აზერბაიჯანის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორმა აჰმედ შაჰიდოვმა თქვა:

  „ ქვეყანაში არსებული ახლანდელი დაძაბული სიტუაციის ფონზე, ფაშინიანს ტყვეებისა და მძევლების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის მხარე თავის გადაწყვეტილებაში კატეგორიულია და უკან დახევას არ აპირებს.

ამავდროულად, ევროპის სასამართლომ გულიევისა და ასკეროვის საქმეზე ერთი წლის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მოსარჩელეები – ტყვეების ნათესავები, და ისინი მიმოწერის შეუძლებლობის და იმის გამო ჩივიან, რომ მათ მსჯავრი უკანონოდ დასდეს, რადგან თუკი საერთაშორისო სამართალი მთიან ყარაბაღს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს, მაშინ კანონიერი ძალა არც ხანეკედის (სტეფანაკერტის) სასამართლოს აქვს.

ინფორმაცია სტეფენაკერტიდან

მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის  პრეს-მდივანმა დავიდ ბაბაიანმა აზერბაიჯანული მხარის წინადადებას აბსურდული უწოდა, და ამტკიცებს, რომ სომეხ ტყვეებს ცუდი არაფერი ჩაუდენიათ, აზერბაიჯანელი ტყვეები კი – დამნაშავეები არიან.

აზერბაიჯანული მხარის წინადადებაზე ფრთხილი პასუხის გაცემას სტეფენაკერტში იმით ხსნიან, რომ მოქალაქეების გაცვლის თანმხლებ სტატუსების „შეუსაბამობას“ შესაძლოა, არასასურველი შედეგები მოჰყვეს: 

 „გამორიცხული არ არის, რომ ტერორისტების დაბრუნების მისაღწევად, [აზერბაიჯანელები], შესაძლოა, სომეხი მძევლების გატაცებაზე წავიდნენ, მათ შორის – საზღვარგარეთაც. ამგვარი ტენედენციების აღკვეთა სახელმწიფო სტრუქტურების, ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების კიდევ მეტ კოორდინირებას მოითხოვს“, – განაცხადა მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.


ასევე წაიკითხეთ