აიდინ გურბანოვი კუჭის კიბოთი იყო დაავდებული. ნათესავები ამბობენ, რომ მას ციხეში არ მკურნალობდნენ" />

აზერბაიჯანის ციხეში ჩინოვნიკზე თავდასხმაში ბრალდებული გარდაიცვალა

აიდინ გურბანოვი კუჭის კიბოთი იყო დაავდებული. ნათესავები ამბობენ, რომ მას ციხეში არ მკურნალობდნენ

ქალაქ განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე თავდასხმის საქმისა და ამის შემდეგ განვითარებული მასობრივი არეულობის ერთ-ერთი ფიგურანტი, აიდინ გურბანოვი ციხის საავადმყოფოში კუჭის კიბოთი გარდაიცვალა. გურბანოვის ცოლი ამბობს, რომ ციხეში ის ნორმალურად არ გამოიკვლიეს და მისი, როგორც მძიმე ავადმყოფის, გათავისუფლება არ ისურვეს.

• განჯის მოვლენების ქრონიკა

• პოლიტპატიმართა შეწყალება აზერბაიჯანში: რას ნიშნავს ეს და რას ცვლის?

• 10 წელიწადი აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებელში მომხდარი ტერაქტიდან –ჰყვებიან თვითმხილველები

 „განჯის საქმის” დეტალები

2018 წლის ივლისში აზერბაიჯანის დასავლეთით მდებარე ქალაქ განჯაში აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ ელმარ ველიევზე თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივმა მცხოვრებელმა იუნის საფაროვმა ველიევს და მისი დაცვის წევრს ესროლა. ორივე ცოცხალი გადარჩა, მსროლელი კი დააკავეს. 

ამის შემდეგ ერთ კვირაში განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის წინ იუნის საფაროვის დასაცავად დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელზეც დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა. მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, ორი პოლიციელი მოკლეს. 

პოლიციელის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული რამდენიმე დღეში, დაკავების დროს დაიღუპა, მეორე – დააპატიმრეს.

2019 წლის მარტში ათზე მეტ ადამიანს, მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, პატიმრობის სხვადასხვა ვადა მიუსაჯეს.

2019 წლის აპრილში დაპატიმრებულების ნათესავებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

აიდინ გურბანოვის დაპატიმრება და სიკვდილი

აიდინ გურბანოვი, განჯაში მომხდარი ტერორისტული აქტისთვის განკუთვნილი იარაღის შენახვის ბრალდებით, 2018 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. თავად ის ბრალდებას უარყოფდა.

გურბანოვი კუჭის კიბოთი იყო დაავდებული, მისი მდგომარეობა გამოძიების დროს წამების შედეგად გაუარესდა. ციხეში გურბანოვი კიდევ უფრო ცუდად გახდა, მაგრამ მას გამოკვლევას დიდხანს არ უტარებდნენ, და დაავადება კიდევ უფრო გაურთულდა – მოუყვა მისი ცოლი „კავკაზსკი უზელს“.

კანონი მძიმედ დაავადებული პატიმრების განთავისუფლების ან მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის უფლებას იძლევა. ნათესავები აიდინ გურბანოვის, როგორც განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის, გათავისუფლებას ითხოვდნენ, მაგრამ უარი მიიღეს.  

8 ივლისს გურბანოვი კომაში ჩავარდა და ორ დღეში გარდაიცვალა.

მის სიკვდილთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა


ასევე წაიკითხეთ