მან ის 10 წლის ასაკში ბაბუასგან საჩუქრად მიიღო" />

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვაჟს $35 მილიონად ღირებული სახლი აჩუქეს, – წერენ რუსულ პრესაში

მან ის 10 წლის ასაკში ბაბუასგან საჩუქრად მიიღო

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვაჟი, 22 წლის ჰეიდარ ალიევი მოსკოვის მახლობლად, პრესტიჟულ რაიონში ძვირფას კერძო სახლს ფლობს. მისი ღირებულება მოცემულ მომენტში – დაახლოებით $35 მილიონს უდრის. ამის შესახებ რუსული მედია „პროექტი“, რუსეთის უძრავი ქონების რეესტრის მიერ მოთხოვნის შესაბამისად გაცემულ პასუხზე დაყრდნობით წერს. სტატიაში ასევე ჩამოთვლილია პრეზიდენტის ნათესავების სხვა ქონებაც.

Organized Crime and Corruption Reporting Project-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ამ ოჯახის წევრები პანამასა და ვირჯინიის კუნძულებზე არსებულ ოფშორულ კომპანიებს ამოფარებულ სხვადასხვა საწარმოს, ასევე სხვადასხვა უძრავი ქონების ობიექტსა და ოქროს საბადოებსაც კი ფლობენ.

• როგორ ყიდულობენ სიმპათიებს. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება აზერბაიჯანის მაგალითზე

• საუკუნოვანი ხეები – მილიარდერის მთავარი გატაცება

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობას 16 წლის განმავლობაში, 2003 წლიდან იკავებს. მანამდე პრეზიდენტი მისი მამა ჰეიდარ ალიევი იყო. მისი ცოლი მეჰრიბან ალიევა – ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტია. უფროსი ქალიშვილი, ლეილა ალიევა – ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პეზიდენტია. უმცროსი ქალიშვილია არზუ ალიევა. ჰეიდარ ალიევის ვაჟმა – აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია დაამთავრა და ახლა ჯარში მსახურობს.

სახლი არიფ პაშაევის – პრეზიდენტის სიმამრისა და უმცროსი ალევის დედის მხრიდან ბაბუის სახელზეა გაფორმებული. არიფ პაშაევი – მეცნიერი ფიზიკოსი, აზერბაიჯანის ეროვნული ავიაციის აკადემიის რექტორი და ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრია.

პრესისა და სოციალური ქსელების რეაქცია

„პროექტის“ სტატია რამდენიმე რუსულმა მედიამ გადაბეჭდა. საზღვარგარეთ მომუშავე რამდენიმე ვებგვერდის გარდა, აზერბაიჯანულ პრესას ამის შესახებ არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ, უმცროსი ალიევის ქონებას Facebook-ის აზერბაიჯანულ სეგმენტში განიხილავდნენ:

„იურიდიული თვალსაზრისით, ალბათ ყველაფერი სუფთადაა. მორალურ მხარეს კი თავი დავანებოთ, ჩვენთან სხვისი ფულის თვლა მიღებული არ არის;

„დუბაიში მდებარე მათ კერძო სახლებთან შედარებით, ეს წვრილმანია“;

„საინტერესოა, მაინც როგორ ალაგებენ ამ სასახლეებს? მე აქ სამოთახიან ბინას ძლივს ვაწესრიგებ“;

„იქნებ მოსკოვში გადასულიყვნენ, თუ იქ ასეთი უზარმაზარი სახლი აქვთ?;

„გაჩუმდით, შურიანებო!“. 


ასევე წაიკითხეთ