“ შეცდომა მოხდა“, - განმარტეს მესაზღვრეებმა " />

აზერბაიჯანიდან დეპორტირებული რუსი ბლოგერი, ისევ უკან, ბაქოში დააბრუნეს

“ შეცდომა მოხდა“, - განმარტეს მესაზღვრეებმა

რუსი ბლოგერი ილია ვარლამოვი, რომლის ბაქოდან დეპორტირება 2 ნოემბერს მოხდა, უკან დაბრუნდა. „გუშინ თანამშრომლებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მზად ვართ, რომ ყველა თქვენი ხარჯი ავანაზღაუროთ, გთხოვთ, დაბრუნდით, ბილეთს ჩვენ გიყიდით“, – ვარლამოვის თქმით, ასე უთხრა მას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც ბლოგერს მაშინ დაურეკა, როდესაც ის უკვე სტამბულში იმყოფებოდა.

• რატომ არ შეუშვეს ვარლამოვი აზერბაიჯანში? 

• კაუჩსერფინგი აზერბაიჯანულად 

ვარლამოვმა მობოდიშება და მიწვევა მიიღო და 4 ნოემბერს ბაქოში ჩაფრინდა. ამჯერად მას იქ ძალიან კეთილგანწყობით დახვდნენ. მესაზღვრე გოგონამ ყვავილების თაიგულიც კი მიართვა. „ჩემს სიცოცხლეში პირველად მჩუქნიან ყვავილებს, სასიამოვნოა“, – დაწერა ამის შესახებ თავის ბლოგში ვარლამოვმა.

ასევე, მან მოიყვანა ციტატა ადგილობრივი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან, რომ ამ ინციდენტში დამნაშავე პირები უკვე დაისაჯნენ.

სოციალური ქსელების ბევრი აზერბაიჯანელი მომხმარებელი ვითარების ამგვარად შეცვლამ უფრო გააღიზიანა, ვიდრე გაახარა:

„მერე კიდევ გაუკვირდებათ, რატომ არ აღიქვამს არავინ ჩვენს ქვეყანას სერიოზულად“

„საწყალი მესაზღვრეები. მეისრეებად გადაიყვანენ. არადა, არაფერი დაუშავებიათ. ზემოდან ბრძანებას ასრულებდნენ. რა ქვეყანაა. თავი მოგვეჭრა, და ახლა ყვავილებით ვხვდებით“.

„იქნებ ჩვენი ხელისუფლების გენიალურ ჩანაფიქრს ვერ მივხვდით? ჯერ თითქოს არ შემოუშვეს. და ის ნაწყენი მიდის. შემდეგ საქმეში ღვთის ხელი ერევა. მთელი მსოფლიო ხედავს, აზერბაიჯანში კანონები როგორც სრულდება“.


ასევე წაიკითხეთ