ნათია სახოკია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე, 17 წლის გიგის დედაა. როცა გიგი დაიბადა, 22 წლის იყო და არ იცოდა რა იყო აუტიზმი. ამბობს, რომ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ჯერ იყო სირთულის შიში, მერე აღიარების და როცა ეს ეტაპები გადალახა, მათ ცხოვრებაში ახალი, ბრძოლის ეტაპი დაიწყო.
ამ ვიდეოში ნათია ჰყვება, რა გზას გადიან აუტისტების მშობლები შვილების განვითარებისთვის და როგორ იბრძვიან იმის მოსაპოვებლად, რასაც სახელმწიფო მათ ისედაც უნდა სთავაზობდეს.