ახალციხელმა თემურ ხუციშვილმა, შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” თავიდან ბოლომდე ზეპირად იცის. 1662 სტროფის სწავლას, დაახლოებით, შვიდი თვე მოანდომა.
“ვეფხისტყაოსნის” თავიდან ბოლომდე წასაკითხად 4 საათი და 45 წუთი სჭირდება. ზეპირად კი, შესვენების გარეშე, 400-500 სტროფს ჰყვება.