აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებმა ერთდროულად გამოაქვეყნეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების რუკები. მათი გამოქვეყნების მიზანი – აჩვენონ, ვის კონტროლქვეშაა კონკრეტული რაიონები და დასახლებული პუნქტები, ასევე, სად მიდის ძირითადი ბრძოლები.
რუკები ძირითადად ერთმანეთს არ ემთხვევა
სააგენტო Reuters-მა ასევე წარმოადგინა 1988-2019 წლების პერიოდის ყარაბაღის კონფლიქტის ზონის რუკა, მასზე ნაჩვენებია რაიონები, რომლებიც ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ომის შედეგად დატოვეს.
Reuters-ის ინფორმაციით, 1988-დან 2019 წლამდე, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ორივე მხრიდან დაღუპა, დაახლოებით, 30 ათასი ადამიანი, მათი უმრავლესობა სამხედრო იყო. ამ მაჩვენებელში შესული არ არის იმ საბრძოლო მოქმედებებისას გარდაცვლილები, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ექსპერტების მონაცემებით, ამ ესკალაციის დროს, უკვე, რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.
2020 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების ხუთი რუკა – სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსია
• ლურჯი ისრები – ტერიტორია, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს;
• წითელი ისრები – აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უკან დახევის მიმართულება;
• ნარინჯისფრად აღნიშნულია ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებები გრძელდება, მიმდინარეობს ლოკალური ბრძოლები და შესაბამისად, რუკა აქტიურად იცვლება.
საბრძოლო მოქმედებების ინტერაქტიული რუკა 2020 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვერსია
Reuters: ყარაბაღის კონფლიქტის ზონის რუკა 2019 წელს. მონაცემები იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად აზერბაიჯანელების შესახებ
გაეროში, აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენლობის მონაცემებით, 2019 წლის ბოლოს, აზერბაიჯანში, 651 458 იძულებით გადაადგილებული პირი იყო. ყვითელი ფერით რუკაზე ნაჩვენებია რაიონები, რომლებიც ყარაბაღის 1988-1994 წლების ომის შემდეგ, ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა დატოვეს.