უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი – გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. ისინი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საბრძოლველად საქართველოდან მოხალისეებად გაემგზავრნენ. რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ქართველი მოხალისეებისგან შემდგარი ე.წ. ქართული ლეგიონი იბრძვის.
ქართველი მებრძოლების დაღუპვის ამბავი პირველად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა, რომელიც უკრაინაში იბრძვის.
“ორით ნაკლები ქართველი…”. – დაწერა ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში.
● CRRC: 66%-სთვის მისაღებია, მთავრობამ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის ნება დართოს. კვლევის ძირითადი მიგნებები
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
● ტატიანა, მისი ალისა და ნიკიტა – ერთი საშინელი ფოტოს ისტორია
პარტია “დროას “ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხვალ, 19 მარტს, 15:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის წინ უკრაინაში დაღუპულ ორი ქართველ მებრძოლის ფოტოებს მიიტანენ და პატივს მიაგებენ.
“დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს.
ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა. მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს, ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა”. – წერს ელენე ხოშტარია.