თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია
თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია
საგარეო ვაჭრობის 2022 წლის მონაცემებით, თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს, საიდანაც 2.4 მილიარდი დოლარი იმპორტზე მოდის. საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი მხოლოდ 435.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
საიმპორტო პარტნიორებში თურქეთი ასევე პირველ პოზიციაზეა. საქართველოს მიერ ნაყიდი საქონლის 17.6 პროცენტი სწორედ თურქეთიდანაა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს თურქეთიდან იმპორტი 29.6 პროცენტით გაიზარდა.
რას ვყიდულობთ თურქეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით:
- მსუბუქი ავტომობილები: $105.4 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები: $73.2 მლნ
- შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები: $53.8 მლნ;
- შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები: $47.5 მლნ;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები: $47 მლნ.
ექსპორტის მიმართულებით, თურქეთი მეხუთე უმსხვილესი პარტნიორია და მასზე მთლიანი ექსპორტის 7.8 პროცენტი მოდის.
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები შემდეგია:
- ელექტროენერგია: $79.6 მლნ;
- ტრიკოტაჟის ნაწარმი: $72.7 მლნ;
- ფეროშენადნობები: $60.3 მლნ;
- ტრიკოტაჟის კოსტიუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის: $43.6 მლნ;
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან: $18.2 მლნ.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მლრდ 43 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში კი თურქეთს რუსეთი მოსდევს.
● გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – TI
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● როგორია 2023 წლის ბიუჯეტი – მოკლედ
2022 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო (2 მლრდ 806 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (2 მლრდ 487 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამე – ჩინეთმა (1 მლრდ 863 მლნ აშშ დოლარი).
2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 79.4 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 13.6 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტს, გასული წლის 12 თვეში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 6.8 პროცენტით გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილმა 11.7 პროცენტი შეადგინა. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გაყიდა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მლრდ 43 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.8 პროცენტით მეტია.