ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის ომი – ამ სახელწოდებით არის ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი ავტონომიური მხარის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში მიმდინარეობდა. ომი დასრულდა ხელმოწერილი ზავით, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად მაინც არის.

სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის სომხეთის მიერ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და ითხოვს მათ დაბრუნებას. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები პირველად 1990-იანი წლების დასაწყისის მოვლენების შემდეგ 2016 წლის 2-6 აპრილს მოხდა და ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “აპრილის ომი”, ან “ოთხდღიანი ომი”. მოქმედებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა. 2020 წლის ივლისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მოხდა შეტაკებები. სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში შევიდა, როგორც “მეორე ყარაბაღის ომი”. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მთავარი პუნქტები იყო: აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება; რუსი სამშვიდობოების შემოყვანა რეგიონში; პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება.

აზერბაიჯანელმა ოფიცერმა მეშალინის ტრაგედიაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულის ახლობლებს მიმართა

ქერიმოვი: „თუ აზერბაიჯანულ მხარეს მიაწვდით ინფორმაციას [მასობრივი საფლავების შესახებ], ვაგიფს ეს დასჯას გაუადვილებს“

„არავითარ ძალას არ აქვს უფლება შეცვალოს ყარაბღის სტატუსი“ - რეაქცია ფაშინიანის განცხადებაზე

ყოფილი პრეზიდენტების რეაქცია, დეპუტატების პოზიციები, ასევე ყარაბაღზე ყოფილი მომლაპარაკებლის კომენტარი

სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში უშედეგო აღმოჩნდა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკებების ყველაზე გრძელი რაუნდი გამართეს

აზერბაიჯანმა ყარაბაღში, ლაჩინის დერეფნის გზაზე გამშვები პუნქტი გახსნა. ინფორმაცია და კომენტარები ბაქოდან და ერევნიდან

სომხეთის განცხადებით, საგუშაგოს გახსნა, სამმხრივ შეთანხმებას არღვევს. ბაქო უარყოფს

ალიევმა პირველად თქვა, როგორ მზადდებოდა 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმება

ალიევმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიიღეს გადაწყვეტილება ლაჩინის ალტერნატიული გზის მშენებლობაზე

ვიდეო სიუჟეტები ნკ-ში ბლოკადის შესახებ
video icon

როგორ ცხოვრობენ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შემდეგ მთიან ყარაბაღში. ვიდეოისტორიები

ადგილობრივები საუბრობენ არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ ცდილობენ დაძლიონ პრობლემები

რუბენ ვარდანიანმა თანამდებობა დატოვა. რა იქნება შემდეგი? კომენტარები ბაქოდან

როგორც აზერბაიჯანელი ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რუბენ ვარდანიანმა დატოვა თანამდებობა

რატომ რჩება რუბენ ვარდანიანი „მოსკოვის პროექტად“? ანალიზი ბაქოდან

„ვარდანიანის პროექტი“ არის რუსეთის სასოწარკვეთილი მცდელობა შეაჩეროს სამშვიდობო ხელშეკრულების პროცესი

პოპულარული