ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის ომი – ამ სახელწოდებით არის ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი ავტონომიური მხარის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში მიმდინარეობდა. ომი დასრულდა ხელმოწერილი ზავით, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად მაინც არის.

სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის სომხეთის მიერ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და ითხოვს მათ დაბრუნებას. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები პირველად 1990-იანი წლების დასაწყისის მოვლენების შემდეგ 2016 წლის 2-6 აპრილს მოხდა და ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “აპრილის ომი”, ან “ოთხდღიანი ომი”. მოქმედებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა. 2020 წლის ივლისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მოხდა შეტაკებები. სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში შევიდა, როგორც “მეორე ყარაბაღის ომი”. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მთავარი პუნქტები იყო: აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება; რუსი სამშვიდობოების შემოყვანა რეგიონში; პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება.

video icon

ვიდეო ერევნიდან: აქცია ომის შეჩერების მოთხოვნით და მუსიკოსები ქუჩაში

ყარაბაღში ომი გრძელდება და სომხეთის ყველა მცხოვრები ფრონტიდან ახალი ამბების მოლოდინით ცხოვრობს

ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა: 4 ნოემბრის დილისთვის არსებული ვითარება ყარაბაღში

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს დასახლებული პუნქტების დაბომბვაში

ყარაბაღი, ბრძოლა გრძელდება. ახალი ამბები, 2 ნოემბერი, 2020

ახალი ამბები ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ორივე მხრიდან. მეორე თვე ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან

მოსაზრება: სომხეთმა კომპრომისის შანსი ხელიდან გაუშვა

გამოცემა „კომერსანტის“ საგარეო პოლიტიკის განყოფილების კორესპონდენტის, კირილ კრივოშეევის მოსაზრება

აზერბაიჯანი, სომხეთი, მთიანი ყარაბაღი, არცახი, ომი, საბრძოლო მოქმედებები, კულტურული ავტონომია, სომეხი პოლიტოლოგი, ყარაბაღის ომის შესახებ, ძალთა ბალანსი, რას ნიშნავს გამარჯვება, მარცხი, მოსაზრება, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრ ისკანდერიანი,„აზერბაიჯანი სომხებს კულტურულ ავტონომიას სთავაზობს და თან მათ ანადგურებს“ - სომეხი პოლიტოლოგი

„აზერბაიჯანი სომხებს კულტურულ ავტონომიას სთავაზობს და თან მათ ანადგურებს“ - სომეხი პოლიტოლოგი

კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის, ალექსანდრ ისკანდერიანის მოსაზრება

ყარაბაღი, ბრძოლა გრძელდება: 31 ოქტომბერი

ახალი ამბები ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ორივე მხრიდან. მეორე თვე ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან

photo icon

აკრძალული კასეტური ბომბები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში - HRW და Amnesty International

Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა დაადასტურეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტური ბომბების გამოყენება

ყარაბაღი, ბრძოლა გრძელდება: 28 ოქტომბერი

ახალი ამბები და რეპორტაჟები ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ორივე მხრიდან

ყარაბაღი, ბრძოლა გრძელდება: 27 ოქტომბერი

ახალი ამბები და რეპორტაჟები ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ორივე მხრიდან. ერთი თვე ბრძოლების დაწყებიდან

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ყარაბაღში ფრონტზე გაემგზავრება

”13 ქალისგან შემდგარი რაზმი, მათ შორის მე, ვიწყებთ წვრთნებს" - თქვა ფაშინიანის მეუღლემ, ანა აკოპიანმა

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა