რა მოხდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, 2020 წლის 1 ნოემბერს - მიმოხილვა
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2020 წლის 1 ნოემბერს განვითარებული მოვლენების მიმოხილვა, აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეების ცნობების თანახმად
ბრძოლები და ტერიტორიებისთვის ცეცხლის გახსნა
ინფორმაცია ბაქოდან:
• სომხეთის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს თოვუზის, გადაბეისა და გუბადლის რაიონებში. ასევე იბომბებოდა ქალაქი ტერტერი და აღჯაბადის რაიონის სოფლები, რაკეტებისა და არტილერიის გამოყენებით, იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
•მოსაზრება: სომხეთმა კომპრომისის შანსი ხელიდან გაუშვა
•„აზერბაიჯანი სომხებს კულტურულ ავტონომიას სთავაზობს და თან მათ ანადგურებს“ – სომეხი პოლიტოლოგი
• ბრძოლები მიდის, ძირითადად, ფრონტის აღდერის, აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებზე, იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტო.
ინფორმაცია ერევნიდან:
• აზერბაიჯანი ესვრის ქალაქებს მარტუნის, შუშას და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს ყარაბაღში, გამოიყენება საბრძოლო ავიაცია, იტყობინება ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური. მრავალი შენობა დაინგრა, მოსახლეობა არ დაზარალებულა.
• ყარაბაღის პრეზიდენტის მრჩეველმა დავიდ ბაბაიანმა უარყო ხმები იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ყარაბაღის პრეზიდენტის არაიკ არუთუნიანის კორტეჟს. ამის შესახებ ინფორმაცია ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გამოჩნდა.
განცხადებები და ოფიციალური ვიზიტები
• 1 ნოემბერს ბაქოში ჩავიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლლუ. გაიმართა მისი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
• სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის Facebook-ის გვერდზე განაცხადა, რომ ყარაბაღის წინააღმდეგ „მოქმედებს საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი, და მისი გამოაშკარავება უშედეგოდ არ ჩაივლის“.
პრემიერის განცხადების შემდეგ გამოჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ყარაბაღის თავდაცვის არმიამ ტყვედ აიყვანა სირიელი დაქირავებული მებრძოლი სახელად იუსუფ ალააბეთ ალ-ჰაჯი. ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივნის ვაგრამ პოღოსიანის ინფორმაციით, ტყვე მოჰყვა შემდეგს:
„ის იყო დიდი დაჯგუფების შემადგენლობაში, რომელიც, მისი სიტყვებით, ჯერ თურქეთიდან სირიაში გადაისროლეს, შემდეგ – ბაქოში. ის მოჰყვა, რომ „აზერბაიჯანელები და თურქები მათ ბევრ ფულს დაჰპირდნენ, მაგრამ ჯერ აქამდე კაპიკიც არ გადაუხდიათ“.
ყარაბაღის თავდაცვის არმიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოდაკითხვაში სირიელი ამბობს, რომ ყარაბაღის ომში მონაწილეობისთვის დაჰპირდნენ თვეში 2000 დოლარს და კიდევ 100 დოლარს მოწინააღმდეგის ყოველი მოჭრილი თავისთვის.
• „სროლებისა და საომარი მოქმედებების გამო ყარაბაღში 200 სკოლასა და 60 სასკოლო სასწავლო დაწესებულებაზე მეტი დაკეტილია, სწავლის უფლება წართმეული აქვს 24 ათას ბავშვს – უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისინი სომხეთში გაემგზავრნენ“, – თქვა ყარაბაღის ომბუდსმენმა არტაკ ბეგლარიანმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
• სროლების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ დანგრეულია, საერთო ჯამში, 61 სკოლა და 10 საბავშვო ბაღი, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრმა ლუსინე კაგრამანიანმა. „საერთაშორისო თანამეგობრობა ავლენს დანაშაულებრივ გულგრილობას მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების მიმართ“, თქვა კაგრამანიანმა.