ქართულ-ოსური კონფლიქტი

სამხრეთ ოსეთი საქართველოს ავტონომიური რეგიონი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თანამედროვე ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. სამხრეთ ოსეთს სურდა დამოუკიდებლობა, საქართველომ კი საპასუხოდ საერთოდ გააუქმა ავტონომიური რეგიონის სტატუსი და სამხრეთ ოსეთი შიდა ქართლის რეგიონში შეიყვანა.

პირველი შეიარაღებული წინააღმდეგობა და პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა ნოემბერ-დეკემბერში 1989 წელს. აქტიური საომარი მოქმედებები კი მოხდა 1991-1992 წლებში და დასრულდა 1992 წელს დაგომის შეთანხმების ხელმოწერით, რაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტას და შეიარაღებული ფორმირებების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ავალდებულებდა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თავისი სამხედრო ნაწილების გაყვანა რუსეთის ფედერაციასაც დაევალა.

შეიარაღებული დაპირისპირების დროს, სხვადასხვა მონაცემებით, გარდაიცვალა 10 ათასამდე ადამიანი ყველა მხრიდან, ხოლო 100 ათასამდე ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა როგორც დევნილმა და იძულებით გადაადგილებულმა პირმა.

სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი “ერთობლივ საკონტროლო კომისიას” და სამმხრივ “ერთობლივ სამშვიდობო ძალებს” დაევალა. ამ უკანასკნელს, რომელიც  ქართული, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ბატალიონებისგან შედგებოდა, რუსი სამხედროები მეთაურობდნენ.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი 2008 წლის აგვისტომდე განიხილებოდა, როგორც “გაყინული” კონფლიქტი.

2008 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

სამხრეთ ოსეთი აგრძელებს ცხოვრებას როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ რუსეთმა და კიდევ რამდენიმე “მესამე მსოფლიოს” ქვეყანამ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი კი მას აღიარებს, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს.

დაგომის ხელშეკრულებამ პრაქტიკულად ძალა დაკარბა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შემდეგ.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

ევროსასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად ცნო

რუსი ეროვნების ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ ქართულმა მხარემ დაარღვია მათი უფლებები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია მოსკოვის განცხადებები საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე

"საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა"

რუსეთი ოკუპირებული რეგიონების "საზღვრების" დელიმიტაციის ინიციატივით გამოდის

რუსეთის ინიციატივაა, მოხდეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვრების" დელიმიტაცია/დემარკაცია

"ომზე მახსენდება მონო-ბარათი". ვის როგორ ახსოვს აგვისტოს ომი

ვთხოვეთ გაეხსენებინათ ადგილი, ადამიანი ან ნივთი, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ასოცირდება აგვისტოს ომთან

შვიდმა ქვეყანამ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა

საფრანგეთმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, ესტონეთმა და ალბანეთმა დაგმეს ოკუპაცია

"ავდექი და გვარი გადავიკეთე, მაშინ ყველა ასე შვრებოდა”. როგორ ცხოვრობს დაცლილი ქართულ-ოსური სოფელი

ველებში ერთ დროს სულ შერეული, ქართულ-ოსური ოჯახები ცხოვრობდნენ

პარტნიორული მასალა

"ხალისიანი ცხოვრება მინდა, ომის შიშის გარეშე". კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვები სამშობლოსა და ბედნიერებაზე

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით ბავშვები ორ კვირას ბორჯომის ხეობაში გაატარებენ

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ცხინვალის ციხეში: რამაზ ბეღელურს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ბეღელური რუსმა სამხედროებმა სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიასთან 2 თებერვალს დააკავეს

12 წელი სოკოს კრეფისთვის. როგორ აღმოჩნდა ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში

რუსეთის პასუხისმგებლობას ხედავებნ გახელაძის საქმეში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები

ტატუნაშვილის საქმე: ქართულმა სასამართლომ ცხინვალელ სამართალდამცავებს უვადო პატიმრობა შეუფარდა

ბრალდებულების მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა

ვინ როგორ აპირებს კონფლიქტების მოგვარებას. პარტიების წინასაარჩევნო ხედვა

EMC: არც ერთ პარტიას არ აქვს კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული, რეალისტური ხედვა

"ჩვენი სოფელი ოკუპირებული არ არის, მაგრამ ხალხი მაინც გარბის" - როგორ ცხოვრობს ერგნეთი წინასაარჩევნოდ

ერგნეთში - სოფელში, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება, არც ერთი საარჩევნო პლაკატი არ ჰკიდია

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაიშალა. თბილისი რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი - პანდემიას

თბილისი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრის ჩაშლა უარყოფითად აისახება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების შესახებ გაერომ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს რეზოლუცი ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში

video icon

რეგიონი ომს იხსენებს და პანდემიის დაძლევის იმედი აქვს - "კვირა კავკასიაში" JAMnews-ისგან, ვიდეო

მოკლედ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ: 3-8 აგვისტო, 2020

photo icon video icon

ანატოლი ბიბილოვი: ოსი ხალხი მსოფლიო თანამეგობრობისგან სიმართლეს ითხოვს

რეპორტაჟი ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან (ჩრდილოეთი ოსეთი, რუსეთის ფედერაცია)

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა