მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

მიხეილ სააკაშვილი: დაპატიმრების არ მეშინია, პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გამარჯვებას ამჯერად ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა"

"სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" - ევროსასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

სააკაშვილი: მე მაქვს დაგეგმილი, რომ ძალიან აქტიურად ჩავერთო პროცესებში

რას ნიშნავს ეს არჩევნები? გია ნოდიას თვალსაზრისი

საქართველოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ორ მთავარ შეკითხვას უნდა უპასუხოს - შეიცვლება თუ არა ხელისუფლება და შეიცვლება თუ არა სისტემა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ძალა ერთობაშიამ” მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს

სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აუცილებელია - გრიგოლ ვაშაძე

მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარულ არჩევნებს ყველგან მოიგებს

"მარტო ტყემალს შეუძლია შემოიტანოს ყოველწლიურად 200-300 მილიონი დოლარი სუფთა მოგება"

“ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ” - მიხეილ სააკაშვილი

კერძო პირი საუბრობს და ამის გამო ბოდიშებს სახელმწიფო იხდის - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

სააკაშვილის გამო საქართველოში უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

სააკაშვილმა თქვა, რომ ის საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს

სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისში გამოიძახეს

სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნა შეკითხვებს იწვევს: დავით ზალკალიანი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან არსებულ რეფორმების საბჭოში დაინიშნება

უკრაინელი პოლიტოლოგის აზრით, მისი მისია მთავრობის ეფექტურობის გაუმჯობესება იქნება

ბრიყვული და სამარცხვინო - ასე აფასებენ ექსპერტები თბილისის რეაქციას სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინაში

პაატა ზაქარეიშვილი, გია ნოდია და გია ხუხაშვილის სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასა და თბილისის რეაქციაზე

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა