ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერმინისტრად პარლამენტმა 2024 წლის 8 თებერვალს დაამტკიცა.

კობახიძე განათლებით იურისტია – კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. 2005 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის სრული პროფესორი. 2006 წელს დიუსელდორფის უნივერსიტეტში, გერმანიაში მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ის ქართულ პოლიტიკაში აქტიურად 2014-2015 წლებიდან არის ჩართული.

კობახიძე 2015 წელს მმართველი პარტიის, „ქართლი ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა.  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კობახიძე უკვე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მესამე ნომერი იყო. „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ კი პარლამენტის სპიკერი გახდა. პარლამენტის სპიკერობიდან კობახიძე 2019 წელს იძულებული გახდა გადამდგარიყო. მისი გადადგომა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის სახელს უკავშირდება.

2021 წლის 16 იანვარს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ენმ-მ "სირცხვილიას" ქილერის იდეის გატესტვა სთხოვა

სირცხვილია: "კობახიძის განცხადება ტყუილია, მათგან განსხვავებით, სიცოცხლის ფასი კარგად ვიცით"

ირაკლი კობახიძის თქმით, მან სუს-ს მიაწოდა ინფორმაცია "რევოლუციური სცენარის" შესახებ

კობახიძე ამბობს, რომ მან დაასახელა იმ ლიდერების ვინაობა, რომელებიც ამ სცენარში იღებდნენ მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე: ხვალინდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს

მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით - კობახიძე

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა