აფგან მუხტარლი

Afgan Mukhtarli

აფგან მუხტარლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელმაც 2015 წლიდან, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო, ოჯახთან ერთად თავი საქართველოს შეაფარა. ის თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა.

გატაცების მეორე დღეს მუხტარლი ბაქოში აღმოჩნდა, სადაც მას ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს. თავად ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ იგი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. მას მოგვიანებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

17 მარტს მუხტარლი მოულოდნელად ციხიდან გაათავისუფლეს და სასწრაფოდ გერმანიაში გაამგზავრეს. მას აზერბაიჯანში ნათესავებთან შეხვედრის უფლებაც არ მისცეს. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მას მხოლოდ სასჯელი შეუცვალა და ციხის ნაცვლად ქვეყნიდან გადასახლებით დასაჯა.

დაპატიმრებული ჟურნალისტი აფგან მუხტარლი სასამართლომ ნათესავების გასვენებაზე არ გაუშვა  

მუხტარლის და, და ორი დისშვილი ახალი წლის წინა დღეს ბუნებრივი აირის გამონაბოლქვით გარდაიცვალნენ

აფგან მუხტარლის მეუღლე საქართველოს პარლამენტს მისი ქმრის გატაცების გამოძიებას სთხოვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების დღიდან უკვე ხუთი თვეა გასული, თუმცა ამ საქმის ირგვლივ ახალი არაფერია ცნობილი

"არა კორუფციას!" - აზერბაიჯანში კორუფციის საწინააღმდეგო მიტინგი ჩატარდა

„ეს მიტინგი სომხეთის ხელისუფლების დაკვეთით არის მოწყობილი“, - მიაჩნია სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთ ლიდერს

აფგან მუხთარლის საქმის გამო, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის უფროსები

შს მინისტრი მუხტარლის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს. დაკითხულია 343 მოწმე, ამოღებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი, თუმცა საქმე გახსნილი არ არის

ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტ აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

"აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჟურნალისტებისა და სამართალდამცავების შერჩევითი და დანაშაულებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს"

აფგან მუხტარლის საქმე - ქართველი ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

“საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიდი განსხვავებაა”, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას

მუხტარლის ოჯახს საქართველოში დაცვა დაენიშნა, ადვოკატი საქმის პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს

ოჯახს ეჭვი აქვს, რომ გატაცებაში ქართველი პოლიციელები მონაწილეობდნენ. მუხტარლის თქმით, გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხტარლის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და გენერალური პროკურატურა ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტი არ მოუტაცებიათ - მან საზღვარი თავად გადაკვეთა არალეგალურად

ბაქოს სასამართლომ საქართველოში გაუჩინარებულ ჟურნალისტს აფგან მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოპოზიციონერ ჟურნალისტს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდის გადატანა ედება ბრალად

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა