თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ფოტო
უკრაინის მხარდასაჭერი აქცია თბილისში
საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რესპუბლიკის მოედანსა და უკრაინის საელჩოსთან, უკრაინის მხარდასაჭერი მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.
საქართველოსა და უკრაინის დროშებითა და სიმბოლიკით აჭღურვილმა ათასობით ადამიანმა უკრაინას, სადაც 2022 წლის 24 თებერვლის ღამეს რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოდან სოლიდარობა გამოუცხადა.
ისმოდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირისკენ.
- LIVE: რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – განახლებადი ინფორმაცია
- NGO-ები ითხოვენ პრორუსულ არხებს საქართველოში 3 თვით მაუწყებლობა შეეზღუდოთ
- რაგბის კავშირი: 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის სარაგბო მატჩი არ ჩატარდება
აქციები სოციალურ ქსელში დაიგეგმა მას შემდეგ, რაც დღეს დილით, რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო.
უკრაინის მხარდასაჭერას საქართველოში აქცია შაბათს, 26 თებერვალს იყო დაგეგმილი. აქცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის “დროას” ორგანიზებით უნდა გამართულიყო. აქციის თარიღი განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა.
რესპუბლიკის მოედნის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს უკრაინის საელჩოსთანაც, სადაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ საჯაროდ დაწვა რუსული პასპორტი.
„რუსეთის მოქალაქე ვარ და მრცხვენია. მე უარს ვამბობ რუსეთის მოქალაქეობაზე და არ მინდა რუსული პასპორტი” , – უთხრა ჟურნალისტებს ანტონ მიხალჩუკმა.
თბილისის პარალელურად დღეს სოლიდარობის აქციები გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. უკრაინელების მხარდაჭერის ნიშნად მოქალაქეები შეიკრიბნენ: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში.
2020 წლის 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო.
დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.