რაგბის კავშირი: 27 თებერვალს საქართველო - რუსეთის სარაგბო მატჩი არ ჩატარდება
სარაგბო მატჩი გადაიდო
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი სარაგბო მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ , – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.
- LIVE: რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – განახლებადი ინფორმაცია
- სანქციები და „დიდი ომის“ მოლოდინი. რა ხდება უკრაინის გარშემო
რაგბის კავშირის ცნობით, რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.
საქართველოს რაგბის კავშირში აცხადებე, რომ მჭიდრო კონტაქტზე არიან რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან და დამატებით ინფორმაციას დაუყოვნებლი გაავრცელებენ.
ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატიც. 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერჯერობით ძალაში რჩება.
2022 წლის 24 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.