მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია თამარ მეფის ძეგლი. ეს თამარ მეფის პირველი ქანდაკებაა საქართველოში, რომელიც 19 წლის წინ ახალციხეში დაიდგა. ძეგლი 4 მეტრი სიმაღლისაა, მის შესაქმნელად ოსტატს 78 ტონა ქვა დასჭირდა. ფოტო: მალხაზ ბერძენიშვილი, JAMnews
ბორის პაიჭაძის ბრინჯაოს ქანდაკებაც, რომელიც დინამო არენას წინ დგას, ამ სახელოსნოშია შექმნილი. ფეხბურთის აკადემიის კედელზე გამოსახული ვიტალი დარასელიას რელიეფიც და სამბოში მსოფლიო ჩემპიონის – არჩილ ჩოხელის ძეგლიც. ივანეს ძალიან უყვარს სპორტი. ფოტო: მალხაზ ბერძენიშვილი, JAMnews
ქანდაკება, რომელიც 2008 წლის ომში დაღუპულ მეომრებს ეძღვნება, ივანემ საკუთარ სახლთან სკვერში დადგა. ავტორმა მას “ამირანი” დაარქვა. აქ გამოსახულია ორთავიანი არწივი და მიჯაჭვული ამირანი. ფოტო: მალხაზ ბერძენიშვილი, JAMnews