სომხეთში, გარდაცვალების მერვე და ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში, კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა თავად აცნობა მოსახლეობას:
„ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა კორონავირუსით. ის 68 წლის იყო“.
ამ პაციენტს, ისევე, როგორც სხვებს, რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აწუხებდა. კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის გარდა, მას დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ტვინისთვის სისხლის მიწოდების პრობლემა ჰქონდა.
კორონავირუსი კავკასიაში. ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა საქართველოში. განახლებადი
მოსაზრება: COVID-19 კაცობრიობის მხრიდან პატივისცემას იმსახურებს
ამ ეტაპზე, ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ განახლებული ინფორმაცია ასეთია: სულ დაინფიცირებულია 833 ადამიანი, მკურნალობას გადის 763 პაციენტი. გამოჯანმრთელდა – 62. 5 აპრილს ჩატარებული 263 ტესტიდან, დადებითი მხოლოდ 11 აღმოჩნდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს პირველი შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 7 აპრილის დილას, შესაძლებელი იქნება სრულად შეფასდეს, რამდენად მოახერხეს ინფექციის გავრცელების ტემპის შემცირება.
„თუკი აღმოჩნდა, რომ ჩვენ რეალურად შევამცირეთ ახალი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, მაშინ გამოვა, რომ შემზღუდავმა ზომებმა, რომელმაც ჩვენს თანამოქალაქეებს უამრავი უხერხულობა შეუქმნა, დადებითი შედეგი მოგვცა. ეს, თავის მხრივ, ზრდის იმის შანსებს, რომ მომდევნო ორშაბათიდან, თანდათან შევამსუბუქოთ რეჟიმი“.
სომხეთში, ახლა, კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას 25 პაციენტი მკურნალობს. სამი ავადმყოფი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
კორონავირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 16 მარტიდან 14 აპრილამდე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. დაკეტილია ყველაფერი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
25 მარტიდან დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე. სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი – პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“. მასში თითოეულმა მოქალაქემ პირადი მონაცემები, გამოსვლის მიზეზი და შინ დაბრუნების სავარაუდო დრო უნდა მიუთითოს. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.
