სომხეთი 2015
კანიე უესტი გედების ტბაში
2015 წლის აპრილი მოვლენებით იყო დატვირთული, განსაკუთრებით კი _ ერევნელებისთვის. სომხეთში კარდაშიანების ცნობილი ოჯახი ჩამოვიდა. თავიდან ყურადღების ცენტრში კიმი და ქლოე იყვნენ. თუმცა, ვიზიტის ბოლოს თავისი კაცური სიტყვა კიმის არანაკლებ ცნობილმა მეუღლემ, კანიე უესტმაც თქვა.
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Kanye West_MG_6440.jpg)
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Kanye West_MG_6364.jpg)
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Kanye West_MG_6419.jpg)
ღია ცის ქვეშ გამართულ უფასო კონცერტზე კანიე უიესტმა სიმღერა Goog Life გედების ტბაში ჩახტომით დაასრულა.კონცერტი სწორედ ტბის სიახლოვეს ტარდებოდა. საყვარელ მომღერალთან ახლოს მისვლის და ხელის ჩამორთმევის იმედით, წყალში აღფრთოვანებული მაყურებლებიც გადაეშვნენ. ეს არცთუ ხანგრძლივი კონცერტი ერევნელების მახსოვრობას ხანგრძლივად შემორჩება.
რომის პაპის მესა ვატიკანში
12 აპრილს მისმა უწმინდესობა რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა წმინდა პეტრეს ტაძარში 1915 წელს სომეხთა წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის სამახსოვრო მესა ჩაატარა. ეს მოვლენა ყველა სომხისთვის მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის მათთვისაც, ვინც იმ დღეს წმინდა პეტრეს ტაძარში მისვლა ვერ შეძლო.
დავიდ აკოფიანის ფოტო
დავით აკოფიანის ვიდეომასალა
ფოტოგრაფი დავიდ აკოფიანი, რომელიც მესაზე იმყოფებოდა და ეს კადრები გადაიღო, გვიამბობს, რომ როდესაც წმინდა პეტრეს ტაძარში დუდუკის ხმა გაისმა, ბევრმა იქ მყოფმა სომეხმა ცრემლი ვერ შეიკავა.
ჩირაღდნებით ციცერნაკარბერდთან
ყოველი წლის 24 აპრილს ერევანში ხალხმრავალი მსვლელობა იმართება, რომლის მონაწილენიც ჩირაღდნებით, ეროვნული დროშებითა და ყვავილებით ქალაქის ცენტრიდან ციცერნაკაბერდისკენ მიემართებიან, რომელიც სომეხთა გენოციდის მემორიალს წარმოადგენს.
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Ջահերով երթ_MG_7261.jpg)
მსვლელობა ჩირაღდნებით ტრადიციული ღონისძიებაა, რომელსაც ორგანიზებას უწევს სომხეთის რევოლუციური ფრონტის „დაშნაკციუთიუნის“ ახალგაზრდული ფრთა.
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Ջահերով երթ_MG_7169.jpg)
ჩირაღდნებით მსვლელობის მონაწილეები ძმები ორბელების ქუჩას გადიან
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Ջահերով երթIMG_3802.jpg)
მსვლელობის მონაწილეებს ციცერნაკაბერდისკენ სომხეთის უზარმაზარი დროშა მიაქვთ
System წვიმაში
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/SOAD.jpg)
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/SOADIMG_6342.jpg)
იმავე დღეს, ცუდი ამინდის მიუხედავად, რესპუბლიკის მოედანზე System of a Down-ის უპრეცედენტო კონცერტი გაიმართა, რომელზეც თავი მოიყარეს არამხოლოდ სომხებმა, არამედ უცხოელმა როკის მოყვარულებმა და დედაქალაქის ქართველმა და ირანელმა სტუმრებმაც.ეს კონცერტიც 1915 წლის მოვლენებს მიეძღვნა.
#ElectricYerevan
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Baghramyan Electric Yerevan (8).jpg)
22 ივნისს, პირველი საათის შემდეგ პოლიცია იმ მომიტინგეების დარბევას შეეცადა, რომლებიც სომხეთის დედაქალაქის ცენტრში, ბაგრამიანის პროსპექტზე ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდას აპროტესტებდნენ. მოქალაქეების დასარბევად პოლიციამ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული თანამშრომლები და წყლის ჭავლის მანქანები დაიხმარა.
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Baghramyan Electric Yerevan (2).jpg)
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Baghramyan Electric Yerevan (3).jpg)
თუმცა, ბაგრამიანის პროსპექტი სულ რამდენიმე საათით გაიხსნა. ცოტა ხანში აქციის მონაწილეები უკანვე დაბრუნდნენ და გამზირი გადაკეტეს; ხოლო მეორედ შეკრებილი დემონსტრანტების რაოდენობა გაცილებით აჭარბებდა დღისით დარბეული მომიტინგეების რიცხვს.
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Baghramyan Electric Yerevan (5).jpg)
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Baghramyan Electric Yerevan (7).jpg)
ეს იყო სამოქალაქო პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი 2015 წელს.
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Baghramyan Electric Yerevan (9).jpg)
ღალატი ფეხბურთში
ფეხბურთის სომეხი გულშემატკივრებისთვის ეროვნული ნაკრების წარუმატებელი თამაში წლის ერთ–ერთი დიდი იმედგაცრუება იყო. ევრო 2016-ის შესარჩევი ტურნირი სომეხმა ფეხბურთელებმა სრული კრახით დაასრულეს. დღემდე არ წყდება კამათი _ „გაყიდული“ იყო თუ არა ალბანეთის წინააღმდეგ მატჩი. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შეფასებით, ზოგიერთი სომეხი ფეხბურთელი „მოღალატეა“,თუმცა მას არ დაუზუსტებია,კონკრეტულად ვის გულისხმობდა.
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Football_MG_5864.jpg)
სომხეთი – ალბანეთი 1:1, რესპუბლიკური სტადიონი
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/Football_MG_6296.jpg)
მარკოს პიზელიმ „თერთმეტმეტრიანი“ ვერ გაიტანა
სომხეთი: დანია. ორივე გუნდი უკმაყოფილოა შედეგით
„დიახ“ პარლამენტიზაციას
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/RefIMG_7514.jpg)
სომხეთმა წელიწადი მართველობის ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო მართვის სისტემაზე გადასვლით დაასრულა. ოფიციალური მონაცემებით, 6 დეკემბრის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობამ (63,37%) ქვეყნის საპარლამენტი რესპუბლიკად ტრანსფორმაციას დაუჭირა მხარი.
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/RefIMG_7452.jpg)
რეფერენდუმის დროს ჟურნალისტებმაც და დამკვირვებლებმაც უამრავი დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის შედეგები ქვეყნის მოსახლეობის ნებას არ გამოხატავს.
![](http://jam-news.net/Uploads/Publication/437/ContentImages/Ka-ge/refIMG_7379.jpg)