2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 15.6 პროცენტი იყო
სიღარიბე საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 15.6 პროცენტი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება, რაც 1.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქსტატის განმარტებით, აბსოლუტური სიღარიბე გულისხმობს, რომ ადამიანს აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე ხელი არ მიუწვდება.
ანგარიშის მიხედვით, სოფლებში გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ქალაქებში. კერძოდ, 2022 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა სოფლის მოსახლეობის 20.6 პროცენტი იმყოფებოდა, ქალაქის მოსახლეობისა კი – 12.3 პროცენტი.
2021 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში:
- 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი – 20.4 პროცენტი (-2.3 პროცენტი);
- 18-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი – 15.3 პროცენტი (-2 პროცენტი);
- 65 წლის და უფროსი ასაკობრივი ჯგუფი – 10.5 პროცენტი (-1.4 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა როგორც ქალებში, ისე კაცებში.
● საქართველოში ერთ წელში ბინების გაყიდვა 12 პროცენტით გაიზარდა
● წინა წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.4 პროცენტით გაიზარდა
● საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI-ის ახალი კვლევა