მსოფლიოში მსჯელობენ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კატასტროფის შესაძლო შედეგებზე, თუმცა ჯერ ბოლომდე გაურკვეველი რჩება დაბინძურების დონე. უკრაინელი სპეციალისტები და ხელისუფლება აქტიურად განიხილავენ შესაძლო რისკებსა და სიფრთხილის ზომებს.
კაშხლის ნგრევის შედეგად წყლის დაბინძურებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, რის გამოც უკრაინის ხელისუფლება ყოველდღიურად ამოწმებს წყლის ხარისხს.
მდინარე დნეპრის წყალი უკვე გამოცხადდა გამოსაყელებლად უვარგისად.
ხერსონის მოსახლეობა მაშველების მიერ მოტანილ სასმელ წყალს აგროვებს. ფოტო: უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური
უკრაინის მოსახლეობას წყლის დეზინფექციისთვის სპეციალური ტაბლეტების გამოყენებას ურჩევენ – ამ წამლებს ადგილობრივი ხელისუფლება არიგებს.
კაშხლის დანგრევის შემდეგ წყალი ქალაქებსა და სოფლებში შევარდა.
▇ დაიტბორა სასაფლაოები, ნაგავსაყრელები და სხვა საშიში ობიექტები. ცხოველები წყალში დაიხრჩო, წყლში აღმოჩნდა ასობით საბრძოლო მასალა და ნაღმი. ამ ყველაფრის ნარჩენები შეიძლება მოხვდეს სასმელ ჭებსა და მიწისქვეშა წყლებში
ჯერჯერობით, წყლის ნიმუშებში სერიოზული დაავადებების გამომწვევი აგენტები არ არის აღმოჩენილი, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს. დღეისათვის დაფიქსირდა რკინის დონის მკვეთრი მატება და ზღვის წყლის მარილიანობის შემცირება.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ დნეპერში წყლის დაბინძურების დონე გარკვეული მაჩვენებლების მიხედვით 28 000-ჯერ აღემატება ნორმას. ”ამიტომ, თევზაობა აკრძალულია, არ შეიძლება ამ წყლის დალევა, პირუტყვისთვის მიცემა და ბანაობა”, – თქვა ლიაშკომ. მისივე თქმით, კაშხლის ქვემოთ მთელი წყლის ტერიტორია უვარგისია ბანაობისთვის, მათ შორის შავი ზღვის უკრაინის სანაპირო.
▇ 19 ივნისიდან უკრაინამ ოფიციალურად აკრძალა ბანაობა და თევზაობა შავი ზღვის სანაპიროზე.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ სერიოზული დაავადებით შეიძლება დაინფიცირდეთ არა მხოლოდ ჭუჭყიანი წყლის გადაყლაპვით, არამედ დაზიანებულ კანზე წყლის მოხვედრითაც. ამიტომ წყალდიდობის ზონაში მომუშავე მოხალისეები განსაკუთრებულ რისკ ჯგუფად ითვლებიან.
სანაპიროს გასუფთავება ოდესაში. ფოტო: ოდესა. ოფიციალური/ Telegram
როგორ დავიცვათ თავი
უკრაინაში არ არის რეკომენდებული ღია წყალსაცავებიდან და ჭაბურღილების წყლის გამოყენება. სხვადასხვა დაავადების პათოგენების გასაწმენდად საუკეთესო საშუალებად ითვლება სპეციალურტი სადეზინფექციო ტაბლეტები. დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ტაბლეტები ანადგურებენ ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოებს და ეფექტურია ტიფის, დიზენტერიის, ქოლერის, პოლიომიელიტის და სხვა მწვავე ნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. თუ ხელთ არ არის ტაბლეტები, მაშინ წყალი შეიძლება ავადუღოთ.
ხერსონის მოსახლეობა მაშველების მიერ მოტანილ სასმელ წყალს აგროვებს. ფოტო: უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური
„წყალი მხოლოდ კი არ უნდა წამოვადუღოთ, არამედ დიდხანს უნდა ვადუღოთ. მინიმუმ ხუთი წუთი მაინც უნდა იდუღოს“, – განუმარტა “ნოვინი დონბასუს” ნეონატოლოგმა ვიქტორია ნეკრიაჩმა.
მისივე თქმით, ყველაზე რთულია A ჰეპატიტის გამომწვევის მოკვლა დუღილით, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას ამ დაავადების საწინააღმდეგო აცრას ურჩევს. ექიმები გვირჩევენ ასევე ვაქცინაციას სხვა სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა პოლიომიელიტი.
ხერსონის რეგიონში კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შედეგები. ფოტო: “ნოვინი დონბასუ”