On the Beach-ის თანამშრობლებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 სასტუმროს თანამშრომლები გამოკითხეს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ტურისტები უხეშობის, გულუხვობის, შარიანობისა და ხმაურიანობის კრიტერიუმებით შეაფასეს.
გასამრჯელო
სასტუმროს დამლაგებლისთვის, მენეჯერისთვის, ან ოფიციანტისთვის გარკვეული თანხის ჩუქება ყოველთვის ადვილი არ არის. ბევრმა ტურისტმა არც კი იცის, რომ იმ სასტუმროსა თუ რესტორნის თანამშრომლები, სადაც ისინი ისვენებენ, მათგან გასამრჯელოს ელოდებიან.
ყველაზე გულუხვი და მეგობრული ტურისტების რეიტინგში პირველ ადგილს ბრიტანელები იკავებენ. გამოკითხულთა 36 % (ან ყოველი მესამე) მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები ამ თვისებებით გამოირჩევიან. მეორე ადგილს შვედები იკავებენ (14%), მესამეს კი – ამერიკელები (11%).
შარიანობა
თავიანთ გულუხვობას ბრიტანელები იმით აუფერულებენ, რომ ძალიან ხშირად ავლენენ უკმაყოფილებას. მომჩივანების რეიტინგში სწორედ ისინი იკავებენ პირველ ადგილს (37%). მეორე და მესამე ადგილებს ფრანგები და გერმანელები ინაწილებენ.
დაუოკებელი მხიარულება
გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს კიდევ ერთი გამარჯვება ეკუთვნით. გამოკითხულთა უმრავლესობამ ისინი ყველაზე ხმაურიან მდგმურებად აღიარა (34%). ამ მხრივ ბრიტანელებს სულ ოდნავ ჩამორჩებიან ესპანელები (25%), მესამე ადგილს კი რუსები იკავებენ.
უხეშობა
რუსი ტურისტები უხეშ დამსვენებელთა სიაშიც აღმოჩნდნენ, სადაც დამაჯერებლად იკავებენ პირველ პოზიციას (31%). ლიდერების სამეულში აღმოჩნდნენ ასევე გერმანელები (20%) და ფრანგები (10%).