ეს ქალი, სასცენო ფსევდონიმით “ჟასმინი”, თითქმის ორი წელია, რაც ყოველ საღამოს ერევნის ერთ-ერთ ცენტრალურ პროსპექტზე მღერის. იგი დარწმუნებულია, რომ მისი ნიჭი თითოეულ გამვლელს აღაფრთოვანებს, მაგრამ ყველაზე უკეთ მის ხელოვნებას უცხოელი სტუმრები აფასებენ. მის გვერდით მომღერალი მუსიკოსების შესრულებას იგი უგემოვნობად მიიჩნევს.
სცენაზე აღარ ოცნებობს: ქუჩაც სცენაა და აქ მაყურებელთა სიმცირე ნამდვილად არ იგრძნობა. მხოლოდ პოლიციელებს უჩივის. სამართალდამცავები სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ, რომ ჩუმად იმღეროს; მაგრამ ჰასმიკი პოლიციის მოწოდებებს ყურადღებას არ აქცევს და მანამდე აგრძელებს გამოსვლას, ვიდრე აპლოდისმენტები და შექების სიტყვები არ შეწყდება.