სატვირთო მანქანების შემოსვლა შეიძლება, მათი მძღოლების – არა. საბაჟოზე წესები მკაცრდება
კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია) ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფი სატვირთო ავტომობილის საქართველოში შემოსვლის წესი შეიცვალა.
იმ სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა და რომელიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან წამოვიდა, საქართველოში შემოსვლის უფლება აღარ აქვს და ის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სხვა პირით იცვლება.
გარდა ამისა, მძღოლის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ის შეიძლება კარანტინში ან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.
იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო მანქანის მძღოლს ისეთი ადამიანით ჩაანაცვლებენ, რომელიც რისკჯგუფს არ მიეკუთვნება, მანქანას დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს, სატვირთო მანქანის მძღოლს (უცხო ქვეყნის მოქალაქე) კი უკან დააბრუნებენ.
შეიცვლება სატვირთო მანქანის გამწევი, ხოლო მისაბმელს დეზინფექცია ჩაუტარდება.
სატვირთო მანქანების ის მძღოლები, რომლებიც სხვა პირით ჩანაცვლებაზე უარს იტყვიან, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთს ვეღარ გადმოიტანენ. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, სატვირთო მანქანა უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში გადაიყვანონ და საქონელი სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთონ.
19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271 პირი. 43 ინფიცირებული ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელდა.
• სავაჭრო ობიექტები იხურება, ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის
• რა გადაწყვიტა პრემიერთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ. ყველა ინფორმაცია ერთად
• საქართველოში საერთაშორისო ფრენები და სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა
• გორი, ბათუმი, ქუთაისი – როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოს რეგიონების ცხოვრება
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. განახლებადი
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო