საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
გაზიარება
გაზიარება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 2021 წლის მარტში 178 ლარით და 10 თეთრით განისაზღვრა, რაც 3 ლარითა და 40 თეთრით მეტია წინა თვესთან შედარებით.
მინიმალური სასურსათო კალათა ჯამში 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს, სურსათის ხარჯების წილი კი საარსებო მინიმუმის 70%-ს შეადგენს.
დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულების მიხედვით დგება, მისი გამოანგარიშება კი სპეციალური სასურსათო კალათით ხდება. აქედან გამომდინარე, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
შესაბამისად, საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომლის გაწევაც მოქალაქეებს უწევთ.
მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი დაახლოებით 20%-ით ძვირია, ვიდრე ზაფხულში. თუმცა იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
საარსებო მინიმუმის გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან ხდება:
ხორბლის პური – 250 გრამი
სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
ლობიო – 20 გრამი
ბრინჯი – 10 გრამი
წიწიბურა – 10 გრამი
ძროხის ხორცი – 40 გრამი
მაკარონი – 15 გრამი
ღორის ხორცი – 20 გრამი
რძე – 150 მილილიტრი
ხაჭო -15 გრამი
ყველი – 20 გრამი
ნადუღი – 5 გრამი
ბადრიჯანი -10 გრამი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ანუ, მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს, 56%-ს კი სხვა სერვისებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, საარსებო მინიმუმის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს. რადგან, მათი განმარტებით, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.