საქართველოს ყოფილ მთავარ აუდიტორს აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა
გაზიარება
გაზიარება
მთავარ აუდიტს აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსს ლაშა თორდიას აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ თორდია საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
“ოთხწლიანი პროცესის ბოლოს მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი!” – დაწერა მან.
ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში ლაშა თორდია აცხადებს, რომ აშშ-ისგან პოლიტიკურად დევნილის სტატუსის მიღება 2017 წელს, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე თავდასხმას უკავშირდება:
“სტატუსის მინიჭების პროცესი მიმდინარეობდა დაახლოებით 4 წელი, ცოტა მეტი. უკავშირდება ოთარ ფარცხალაძის თავდასხმას. გამოძიება და სასამართლო პროცესი ისე წარიმართა, რომ დამნაშავედ არ იქნა ცნობილი ოთარ ფარცხალაძე. მიესაჯა, ერთ-ერთ პირს, არა ოთარ ფარცხალაძეს 5000-ლარიანი ჯარიმა მხოლოდ და ოთარ ფარცხალაძე მთლიანად გამართლდა. ზუსტად ეს ფაქტები იყო წარდგენილი სასამართლოში, რაზეც მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება რომ მოენიჭებინა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.“
ყოფილ მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას თავს 2017 წლის 12 მაისს დაესხნენ. თორდიამ თავდასხმაში ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულა და თავდასხმის მიზეზად ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას დაასახელა.
ქართულმა სასამართლომ ლაშა თორდიას ცემის საქმეში ოთარ ფარცხალაძე გაამართლა. ამ საქმეზე მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი დაისაჯა – მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ამ წლების განმავლობაში ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა აცხადებდა, რომ საქართველოში მას დევნიდნენ, ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის სიცოცხლით, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია. თორდიას თქმით, ამ დრომდე ის ამერიკის შეერთებულ შტატებში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობს.