გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.
გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.
● გიორგი გახარია: საქართველოს მასშტაბით ლოქდაუნი არ და ვერ იქნება