2017 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. ეს მაჩვენებელი 59%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საერთო ჯამში, 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 134,6 მლნ აშშ დოლარია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 52%-ით მეტია.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
რუსეთი – 38 355 125 ბოთლი;
უკრაინა – 6 237 652 ბოთლი;
ჩინეთი – 6 086 733 ბოთლი;
ყაზახეთი – 2 671 845 ბოთლი;
პოლონეთი – 2 151 342 ბოთლი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში:
საფრანგეთი – 187% (98 194)
ისრაელი – 149% (180 824)
რუსეთი – 87% (38 355 125)
აზერბაიჯანი 76% (102 342)
აშშ – 68% (394 464)
გერმანია – 57% (367 342)
უკრაინა – 48%(6 237 652)
ბელარუსი – 42% (1 318 852)
ჩინეთი – 41% (6 086 733)
ლატვია – 31% (1 279 718)
პოლონეთი – 18% (2 151 342)
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს — ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა.