საქართველო: 5068 ახალი შემთხვევა. ახალი რეკორდი პანდემიის დაწყების დღიდან
გაზიარება
გაზიარება
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5068 შემთხვევა, რაც 808-ით მეტია წინა დღესთან შედარებით და ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან. ყველაზე მეტი, თითქმის 2 ათასი შემთხვევა გამოვლენილია თბილისში (1 959), შემდეგ მოდის იმერეთის რეგიონი ათასამდე შემთხვევით (980).
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. 2336 განიკურნა.
● სულ საქართველოში დადასტურებული: 152 704 აქედან: ● გარდაცვლილი – 1425 ● გამოჯანმრთელებული –126 904 ● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 20 39
28 ნოემბრიდან საქართველოში ნაწილობრივ ლოქდაუნი მოქმედებს. არ მუშაობს ტრანსპორტი, საბიუჯეტო თუ კერძო ორგანიზაციების უმრავლესობა მუშაობს დისტანციურად, დაკეტილია კაფეები, რესტორნები მაღაზიები. მუშაობს მხოლოდ სასურსათო და ჰიგიენის მაღაზიები. საღამოს 21:00 საათიდან კი, ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.