დღეს დილით ბაქოელებს სიურპრიზი დახვდათ _ მესამედით გაზრდილი ფასები. ცენტრალური ბანკი მანათის მცურავ კურსზე გადადის. ბანკის ხელმძღვანელობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ‘ეკონომიკის გლობალური ცვლილებებით’ ხსნის. ამჟამად პოპულარული ტელეარხების თოქშოუებში ექსპერტები მარტივი ენით უხსნიან მოსახლეობას, თუ რა სარგებელი აქვს მცურავ კურსს და ყველას მოუწოდებენ,პანიკას არ აჰყვნენ.
Facebook-ის მომხმარებლებმაც არ დააყოვნეს
‘თუკი არსებობს წიგნი ‘კარტოფილის 155 კერძი’, მისი ტირაჟი სწორედ ახლა უნდა გაიზარდოს’ ‘აი, ასე… ნეტა პუტინს აგური დაეცეს თავში’. ‘მანათი გასულ ღამეს გარდაიცვალა, უბრალოდ ჯერ არაფერი იცის ამის შესახებ და არც ეუბნებიან. ეშინიათ, გული არ ატკინონ’. ‘მანათმა ცენტრალური ბანკის ტუალეტში მოიკლა თავი; მისი გვამი კანალიზაციაში იპოვეს’.
მაშ ასე, დოლარის კურსი აზერბაიჯანში 1,55 მანათს შეადგენს; გუშინ კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,05 მანათს უდრიდა.