ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ადასტურებს, რომ პარტია ტარიელ ნაკაიძესთან მოლაპარაკებას მართავს.
“დიახ, გვქონდა საუბარი და ჩვენი პოზიციები მთელ რიგ საკითხებში ემთხვევა, განსაკუთრებით რელიგიური თავისუფლების საკითხებში. თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება, ძალიან სასარგებლო იქნება ეს ადამიანი იმ რეგიონისთვის, რომელსაც წარმოადგენს,“ – ამბობს უგულავა.
თუ ტარიელ ნაკაიძე “ევროპული საქართველოს” შეთავაზებას მიიღებს და არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდება, ის კენჭს ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.