პოზნერი აფხაზეთში მიიწვიეს
რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც თბილისში დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ პროტესტის გამო იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა, აფხაზეთში მიიწვიეს.
აფხაზეთმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველოში ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლა გააპროტესტეს, სწორედ აფხაზეთის საკითხისადმი მისი დამოკიდებულება იყო.
მეტიც, დაბადების დღის მილოცვასთან ერთად, პოზნერს აფხაზეთში მოწვევა გაუგზავნეს აფხაზეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ, ტურიზმის სამინისტრომ და ჟურნალისტთა ადგილობრივმა კავშირმა.
”აფხაზეთის ყველა მაცხოვრებელი შეძრწუნებულია სიტუაციით, რაც თქვენს გარშემო თბილისში ვიზიტის დროს შეიქმნა. ყოვლად აღმაშფოთებელია ეგრეთ წოდებული კავკასიელების ქმედებები, რომლებმაც კავკასიის ხალხთა ყველა საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს. ძვირფასო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, აფხაზეთში მუდამ გელიან. გეპატიჟებით ჩვენთან თქვენთვის ხელსაყრელ დროს”, – ნათქვამია ასლან ბჟანიას წერილში.
- ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტს მწვავე პროტესტი მოჰყვა
- “როცა შენ გამო კი არა, სხვების მაგივრად გრცხვენია” – ისტორია აფხაზეთიდან
- ქართულ-აფხაზური კონფლიქტი: გამოსავალი არ ჩანს, არც დიალოგის სურვილი. ხედვა სოხუმიდან
- როგორი უნდა იყოს აფხაზურ-ქართული დიალოგი და უნდა იყოს თუ არა საერთოდ. რას მსჯელობენ ამ თემაზე აფხაზეთში
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო