პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდება
პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება და ერთჯერადად მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება.
თებერვლიდანვე თბილისში სააბონენტო სისტემა ამოქმედდება და მოქალაქეებს 7 სახით აბონემენტის არჩევა შეეძლებათ.
სააბონენტო სისტემის ფასები შემდეგია:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი
[ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად არ მოიხმარენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა არ სჭირდებათ. მოქალაქეს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით – მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება. ასევე, 90-წუთის განმავლობაში ტრანსპორტებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის. ]
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი
[1-დღიანი ბარათის მფლობელი მთელი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით 3 ლარად იმგზავრებს]
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი – 20 ლარი
[მოქალაქეს შეეძლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით 1 კვირის განმავლობაში 20 ლარად იმგზავროს. კახა კალაძის თქმით, ბარათი, ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები იმოქმედებს]
- ულიმიტო 1-თვიანი – 40 ლარი
[“ეს, ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება”. – ამბობს კალაძე. აბონემენტის მფლობელს შეეძლება, 1 თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით 40 ლარად იმგზავროს]
ასევე იმოქმედებს:
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი – 100 ლარი;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი – 150 ლარი;
- ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი.
როგორც მერიაში აცხადებენ, უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს.
20-თეთრის გადახდის საშუალებით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, მანდატურები და სხვა.
10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 5 იანვრიდან დაიწყება აბონემენტების გაყიდვა მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში.
ტრანსპორტი კავკასიაში
1. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა აზერბაიჯანში: როდის ამუშავდება მეტრო
2. სამარშრუტო ტაქსები – აფხაზეთის გზების მეფეები
3. ზონალური პარკირების სისტემა თბილისში. რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავჯარიმდეთ
“1999 წელი იყო, პირველად რომ ჩამოვედი” – რას ფიქრობენ საქარველოზე უცხოელები, რომლებიც აქ წლებია ცხოვრობენ
„სირცხვილია იყო დაზარალებული“: წამების ისტორიები აფხაზეთიდან
ცაბუნია ვართაგავა – აქტივისტი ზუგდიდიდან. VIDEO
როგორ ცხოვრობს ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც არჩევნები ოპოზიციამ მოიგო. რეპორტაჟი წალენჯიხიდან