„ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თანამდებობებს ტოვებენ
მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 1-ელი აგვისტოდან პოლიტიკურ თანამდებობებს დატოვებენ.
კერძოდ, თანამდებობებს ტოვებენ:
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც კენჭს თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში იყრის.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი. ის გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე. კერესელკიძე კენჭს მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში იყრის.
• “ოცნების არჩევნები” – მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე. ის ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
თანამდებობა უკვე დატოვეს აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
რამდენიმე დღის წინ გადადგა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიაც, რომელიც აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.
რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, “ქართული ოცნების” ინფორმაციით, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ.